https://sputnik-georgia.com/20250206/saqartvelosi-gamkacrdeba-sasjeli-narkodanasaulze-da-arasrulwlovani-damnasaveebistvis-292028394.html
საქართველოში გამკაცრდება სასჯელი ნარკოდანაშაულზე და არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის
საქართველოში გამკაცრდება სასჯელი ნარკოდანაშაულზე და არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის
Sputnik საქართველო
ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულებები კვლავ ყველაზე გავრცელებულია ქვეყანაში 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T13:52+0400
2025-02-06T13:52+0400
2025-02-06T13:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/14/239041439_0:164:3059:1884_1920x0_80_0_0_dee8bad456e7fb454d626f9a4325111c.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამკაცრებს კანონმდებლობას ნარკორეალიზატორებისა და არასრულწლოვანი დამნაშავეების დასჯის კუთხით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულები საქართველოში ყველაზე გავრცელებულად რჩება. 2024 წელს 5375 ასეთი დანაშაული დაფიქსირდა.ამასთან კანონმდებლობაში გაიმიჯნება მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება.„ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება“, - განაცხადა მან.ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც ამარტივებს არასრულწლოვნის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად ცნობის პროცედურას, ხოლო არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.რაც შეეხება პასუხგებაში მიცემის საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო მსუბუქ სასჯელების გამოყენებას, ვიდრე ეს სრულწლოვანთა შემთხვევაში არის.რაც შეეხება ნარკოტიკებს, საქართველოში ამჟამად მკაცრად რეგულირდება ნარკოტიკების რეალიზაციის საკითხი. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომლისთვისაც შესაძლოა იყოს გამოყენებული სასჯელის უმაღლესი ზომა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.ამასთან, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის შენახვა, რომლის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული ტიპის ნარკოტიკზე, ისჯება მხოლოდ ჯარიმით. პირადი შენახვისთვის დადგენილ დოზაზე მეტის შენახვა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ ადგილებში. რაც შეეხება შენახვას, მასზე ვრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა გათვალისწინებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/14/239041439_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_f43cfd9026e97711f23d00d5466671d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
საქართველოში გამკაცრდება სასჯელი ნარკოდანაშაულზე და არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის
ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულებები კვლავ ყველაზე გავრცელებულია ქვეყანაში
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამკაცრებს კანონმდებლობას ნარკორეალიზატორებისა და არასრულწლოვანი დამნაშავეების დასჯის კუთხით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულები საქართველოში ყველაზე გავრცელებულად რჩება. 2024 წელს 5375 ასეთი დანაშაული დაფიქსირდა.
„მომდევნო ორი თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო, მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
ამასთან კანონმდებლობაში გაიმიჯნება მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება.
„ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება“, - განაცხადა მან.
ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც ამარტივებს არასრულწლოვნის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად ცნობის პროცედურას, ხოლო არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხგებაში მიცემის საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო მსუბუქ სასჯელების გამოყენებას, ვიდრე ეს სრულწლოვანთა შემთხვევაში არის.
რაც შეეხება ნარკოტიკებს, საქართველოში ამჟამად მკაცრად რეგულირდება ნარკოტიკების რეალიზაციის საკითხი. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომლისთვისაც შესაძლოა იყოს გამოყენებული სასჯელის უმაღლესი ზომა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის შენახვა, რომლის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული ტიპის ნარკოტიკზე, ისჯება მხოლოდ ჯარიმით. პირადი შენახვისთვის დადგენილ დოზაზე მეტის შენახვა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ ადგილებში. რაც შეეხება შენახვას, მასზე ვრცელდება იგივე წესები, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა გათვალისწინებული.