https://sputnik-georgia.com/20250206/saqartvelosa-da-yazaxetis-tanamsromlobas-gansakutrebuli-roli-aqvs-mtel-regionsi-kobaxize-292038337.html
საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს მთელ რეგიონში - კობახიძე
საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს მთელ რეგიონში - კობახიძე
Sputnik საქართველო
პრემიერმა ყაზახეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მრავალგანზომილებიანი პარტნიორობის საკითხები განიხილა 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T23:06+0400
2025-02-06T23:06+0400
2025-02-07T02:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292036394_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_34dcfdc523aa4edb1e9131820b007843.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ Х-ში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან ასტანაში გამართული შეხვედრის შემდეგ.5 თებერვალს კობახიძე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა ყაზახეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.პრემიერმა ყაზახეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ მხარეებმა მრავალგანზომილებიანი პარტნიორობის საკითხები განიხილეს.როგორც კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველო მიესალმება ყაზახეთის ენერგორესურსების, კერძოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის პერსპექტივას საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გავლით.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას ქვეყნის ისტორიული ფუნქციის - დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის სრულად აღდგენის ამბიციური ამოცანა და ამ მხრივ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292036394_160:0:1980:1365_1920x0_80_0_0_b94bbd03520b8b1ead6a607f38def16c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს მთელ რეგიონში - კობახიძე
23:06 06.02.2025 (განახლებულია: 02:06 07.02.2025) პრემიერმა ყაზახეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მრავალგანზომილებიანი პარტნიორობის საკითხები განიხილა
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ Х-ში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან ასტანაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
5 თებერვალს კობახიძე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა ყაზახეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
„მადლიერი ვარ ყაზახეთის ინტერესისთვის, რომელიც გამოიხატება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ყველა მიმართულებით, სადაც საერთო ინტერესები გვაერთიანებს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია ჩვენი რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერმა ყაზახეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ მხარეებმა მრავალგანზომილებიანი პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
როგორც კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველო მიესალმება ყაზახეთის ენერგორესურსების, კერძოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის პერსპექტივას საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გავლით.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას ქვეყნის ისტორიული ფუნქციის - დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის სრულად აღდგენის ამბიციური ამოცანა და ამ მხრივ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.