https://sputnik-georgia.com/20250206/saqartvelos-erovnuli-biblioteka-da-heraldikis-sabwo-parlaments-arar-eqvemdebareba-292038902.html
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტს აღარ ექვემდებარება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტს აღარ ექვემდებარება
Sputnik საქართველო
ჰერალდიკის საბჭო საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტად გადაკეთდება 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T23:58+0400
2025-02-06T23:58+0400
2025-02-07T02:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23514/35/235143504_199:0:1870:940_1920x0_80_0_0_20708fc64926b770eab97679cc4ca4e2.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო აღარ დაექვემდებარებიან პარლამენტს და უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავლენ.ეროვნული ბიბლიოთეკა გადავა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც გადაწყვეტს მისი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება/დანიშვნის საკითხს. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, დაკომპლექტების განრიგს და სამუშაო პირობებს ასევე კულტურის მინისტრი დაამტკიცებს.საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. სიახლის მიზანია აღმოიფხვრას სამართლებრივი გაურკვევლობა, რომელიც ამ დაწესებულებების სტატუსს ახასიათებდა.როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თავის დროზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისგან და პარლამენტის ბიბლიოთეკა მის დარად შეიქმნა.მისი თქმით, ბიბლიოთეკა გარკვეული ჰიბრიდია, რომელიც ასეთი სახით ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არც არსებობს.პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად კი შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი.დეპარტამენტი იქნება მთავრობის კოორდინაციის ქვეშ - მის ხელმძღვანელს დანიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს მთავრობა განახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23514/35/235143504_617:0:1870:940_1920x0_80_0_0_329b0e1efb9f43e9e6b08ae13b8a7ec5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტს აღარ ექვემდებარება
23:58 06.02.2025 (განახლებულია: 02:42 07.02.2025) ჰერალდიკის საბჭო საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტად გადაკეთდება
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო აღარ დაექვემდებარებიან პარლამენტს და უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავლენ.
ეროვნული ბიბლიოთეკა გადავა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც გადაწყვეტს მისი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება/დანიშვნის საკითხს. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, დაკომპლექტების განრიგს და სამუშაო პირობებს ასევე კულტურის მინისტრი დაამტკიცებს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. სიახლის მიზანია აღმოიფხვრას სამართლებრივი გაურკვევლობა, რომელიც ამ დაწესებულებების სტატუსს ახასიათებდა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თავის დროზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისგან და პარლამენტის ბიბლიოთეკა მის დარად შეიქმნა.
„ეროვნული ბიბლიოთეკა სამართლებრივად დაკავშირებულია პარლამენტთან, ხოლო შინაარსობრივად - კულტურის სამინისტროსთან. პარლამენტთან მისი სამართლებრივი კავშირი ბუნდოვანია, რადგან ის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული არ არის, აქვს ცალკე სახაზინო კოდი, თუმცა მაინც პარლამენტის ნაწილია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბიბლიოთეკა გარკვეული ჰიბრიდია, რომელიც ასეთი სახით ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არც არსებობს.
პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად კი შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი.
დეპარტამენტი იქნება მთავრობის კოორდინაციის ქვეშ - მის ხელმძღვანელს დანიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს მთავრობა განახორციელებს.