https://sputnik-georgia.com/20250206/saqartvelos-erovnuli-bankis-sabwo-srulad-dakompleqtda-292037206.html
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო სრულად დაკომპლექტდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო სრულად დაკომპლექტდა
Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T22:11+0400
2025-02-06T22:11+0400
2025-02-06T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე ოთხი კანდიდატი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია.დღემდე საბჭოში 9-ის ნაცვლად ხუთი წევრი იყო: პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და ორი დამოუკიდებელი წევრი.შამუგიას გარდა საბჭოს წევრები ასევე გახდნენ: ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ძნელაძე და საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი ნინო ჯელაძე.ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში უცხოური ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს პრეზიდენტი არ ჰყავს და მის მოვალეობას ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნათია თურნავა ასრულებდა. პრეზიდენტი საბჭოს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნები იმის გამო გაჭიანურდა, რომ პარლამენტი თითქმის ორი წელი ვერ თანხმდებოდა კანდიდატურაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.ეროვნული ბანკის საბჭო და სსფ2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო.არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება და აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური მოლოდინები ქვეყანაში პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო სრულად დაკომპლექტდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე ოთხი კანდიდატი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია.
დღემდე საბჭოში 9-ის ნაცვლად ხუთი წევრი იყო: პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და ორი დამოუკიდებელი წევრი.
შამუგიას გარდა საბჭოს წევრები ასევე გახდნენ: ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ძნელაძე და საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი ნინო ჯელაძე.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში უცხოური ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს პრეზიდენტი არ ჰყავს და მის მოვალეობას ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნათია თურნავა ასრულებდა. პრეზიდენტი საბჭოს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნები იმის გამო გაჭიანურდა, რომ პარლამენტი თითქმის ორი წელი ვერ თანხმდებოდა კანდიდატურაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ეროვნული ბანკის საბჭო და სსფ
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო.
არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება და აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური მოლოდინები ქვეყანაში პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.