https://sputnik-georgia.com/20250205/usaid-ma-areulobebze-saqartvelosi-milionobit-dolari-gamoyo-deputati-292016949.html
USAID-მა არეულობებზე საქართველოში მილიონობით დოლარი გამოყო - დეპუტატი
USAID-მა არეულობებზე საქართველოში მილიონობით დოლარი გამოყო - დეპუტატი
Sputnik საქართველო
კიდევ ერთხელ მტკიცდება, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, აღნიშნა გივი მიქანაძემ 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T14:31+0400
2025-02-05T14:31+0400
2025-02-05T14:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ქართული ოცნება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/05/292015638_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_b3532afab347daa3bca7bf33167efb9f.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე თითქმის 42 მლნ დოლარი გამოყო და ეს თანხა, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, არეულობის შესაქმნელად იყო გამიზნული, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა USAID და განაცხადა, რომ ის ხარჯავს ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულს პროექტებზე, რომლებიც არ ემსახურება აშშ-ს ინტერესებს. მანამდე USAID-ი გააკრიტიკა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მთავრობის ეფექტურობის ახალი დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა და განაცხადა „დროა, რომ მოკვდეს".პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ USAID-მა პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს არჩევნებზე 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. მისი თქმით, საქართველოში არჩევნებისთვის $41,7 მილიონი დოლარის დახარჯვა იგივეა რომ აშშ-ში არჩევნებისთვის $3,78 მილიარდი დახარჯონ.დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამას ამბობდნენ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცდილობდნენ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი წარმოეჩინათ. ახლა კი უკვე აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანა, განაცხადა მიქანაძემ.მას შემდეგ, რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, დასტურდება, რომ კონკრეტული დონორების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების, მათ შორის პოლიტიკურად აფილირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალმილიონიანი დაფინანსება, განაცხადა დეპუტატმა.აღნიშნული ორგანიზაციების მიზანი იყო საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელება, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ლეგიტიმური გზით არჩევნებს დაინტერესებული ძალები ვერ მოიპოვებდნენ, აღნიშნა მან.მიქანაძის თქმით, ამ ფონზე კიდევ ერთხელ მტკიცდება, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.მათი თქმით, ეს მიდგომა ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. თუმცა, კანონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს.არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/05/292015638_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_03a2cbbc5e1af9ec7a4409b89e3f95f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ქართული ოცნება , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ქართული ოცნება , აშშ
USAID-მა არეულობებზე საქართველოში მილიონობით დოლარი გამოყო - დეპუტატი
კიდევ ერთხელ მტკიცდება, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, აღნიშნა გივი მიქანაძემ
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე თითქმის 42 მლნ დოლარი გამოყო და ეს თანხა, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, არეულობის შესაქმნელად იყო გამიზნული, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა USAID და განაცხადა, რომ ის ხარჯავს ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულს პროექტებზე, რომლებიც არ ემსახურება აშშ-ს ინტერესებს. მანამდე USAID-ი გააკრიტიკა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მთავრობის ეფექტურობის ახალი დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა და განაცხადა „დროა, რომ მოკვდეს".
„ჩვენ ვნახეთ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის 42 მილიონი დოლარი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით იყო გამოყოფილი USAID-ის მიერ. აშშ-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ არეულობა და გარკვეული საპროტესტო ფონი შეექმნათ“, - განაცხადა მიქანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ USAID-მა პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს არჩევნებზე 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. მისი თქმით, საქართველოში არჩევნებისთვის $41,7 მილიონი დოლარის დახარჯვა იგივეა რომ აშშ-ში არჩევნებისთვის $3,78 მილიარდი დახარჯონ.
დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამას ამბობდნენ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცდილობდნენ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი წარმოეჩინათ. ახლა კი უკვე აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანა, განაცხადა მიქანაძემ.
მას შემდეგ, რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, დასტურდება, რომ კონკრეტული დონორების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების, მათ შორის პოლიტიკურად აფილირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალმილიონიანი დაფინანსება, განაცხადა დეპუტატმა.
აღნიშნული ორგანიზაციების მიზანი იყო საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელება, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ლეგიტიმური გზით არჩევნებს დაინტერესებული ძალები ვერ მოიპოვებდნენ, აღნიშნა მან.
მიქანაძის თქმით, ამ ფონზე კიდევ ერთხელ მტკიცდება, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.
„სწორედ ამ ფარული დაფინანსებებისა და დაგეგმილი აქტივობების საჯაროდ გამოტანა იყო მიზანი ამ კანონის, რომელსაც ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერები და პატრონები საზღვარგარეთიდან“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.
დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.
კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
მათი თქმით, ეს მიდგომა ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. თუმცა, კანონის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.