https://sputnik-georgia.com/20250205/ukanono-tyitsargeblobis-statistika-ianvris-monacemebi-292017790.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: იანვრის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: იანვრის მონაცემები
Sputnik საქართველო
ჯამში უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 52 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა ამოღებული. 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T16:03+0400
2025-02-05T16:03+0400
2025-02-05T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის 47 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 52 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც, შემდგომი განკარგვის მიზნით, სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 10 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - მცხეთა-მთიანეთის, 1 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 2 - ქვემო ქართლის, 2 - შიდა ქართლის, 3 - გურიის, 1- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და 2- სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი.სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: იანვრის მონაცემები
ჯამში უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 52 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა ამოღებული.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის 47 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 52 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც, შემდგომი განკარგვის მიზნით, სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 10 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - მცხეთა-მთიანეთის, 1 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 2 - ქვემო ქართლის, 2 - შიდა ქართლის, 3 - გურიის, 1- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და 2- სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი.
„ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰა ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20.000 ჰა ფართობზე განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.