https://sputnik-georgia.com/20250205/uca-abasizis-da-mariam-iasvilis-saqme-sasamartlom-gadawyvetileba-gamoitana-292014332.html
უჩა აბაშიძის და მარიამ იაშვილის საქმე - სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა
უჩა აბაშიძის და მარიამ იაშვილის საქმე - სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა
Sputnik საქართველო
პროკურატურის მონაცემებით, 2019-2024 წლებში აბაშიძემ და იაშვილმა ჩაწერეს ათასობით ვიდეო- და აუდიომასალა, რაც ასობით სხვადასხვა პირის ინტიმურ ცხოვრებას ასახავს. 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T11:19+0400
2025-02-05T11:19+0400
2025-02-05T11:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი დამნაშავედ ცნო პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში და შესაბამისად 5 და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.ორივე ბრალდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა. ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისის ღამეს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში აბაშიძის სახლის ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა - ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ეს იარაღი და საბრძოლო მასალა სტრაიკბოლისთვის იყო განკუთვნილი.გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისად, სხვა დეტალები უცნობია.პროკურატურის ინფორმაციით, 2019-2024 წლებში აბაშიძემ და იაშვილმა ჩაწერეს ათასობით ვიდეო- და აუდიომასალა, რაც ასობით სხვადასხვა პირის ინტიმურ ცხოვრებას ასახავს.გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, აბაშიძე უკანონოდ ინახავდა სახლში ტყვია-წამალს - სპეციალური სამხედრო დანიშნულების 30 ვაზნას.პროკურატურამ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლე მარიამ იაშვილს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტებზე წარუდგინა ბრალდება.უჩა აბაშიძეს ასევე ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას მუხლით.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
უჩა აბაშიძის და მარიამ იაშვილის საქმე - სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა
პროკურატურის მონაცემებით, 2019-2024 წლებში აბაშიძემ და იაშვილმა ჩაწერეს ათასობით ვიდეო- და აუდიომასალა, რაც ასობით სხვადასხვა პირის ინტიმურ ცხოვრებას ასახავს.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი დამნაშავედ ცნო პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში და შესაბამისად 5 და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.
ორივე ბრალდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა. ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისის ღამეს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში აბაშიძის სახლის ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა - ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ეს იარაღი და საბრძოლო მასალა სტრაიკბოლისთვის იყო განკუთვნილი.
გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისად, სხვა დეტალები უცნობია.
პროკურატურის ინფორმაციით, 2019-2024 წლებში აბაშიძემ და იაშვილმა ჩაწერეს ათასობით ვიდეო- და აუდიომასალა, რაც ასობით სხვადასხვა პირის ინტიმურ ცხოვრებას ასახავს.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, აბაშიძე უკანონოდ ინახავდა სახლში ტყვია-წამალს - სპეციალური სამხედრო დანიშნულების 30 ვაზნას.
პროკურატურამ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლე მარიამ იაშვილს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტებზე წარუდგინა ბრალდება.
უჩა აბაშიძეს ასევე ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას მუხლით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.