https://sputnik-georgia.com/20250205/tbilisis-meria-eleqtromobilebis-damtenebis-damontajebas-agrzelebs-292018125.html
თბილისის მერია ელექტრომობილებისთვის დამტენების დამონტაჟებას აგრძელებს
თბილისის მერია ელექტრომობილებისთვის დამტენების დამონტაჟებას აგრძელებს
Sputnik საქართველო
200-მდე ელექტროდამტენის მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T17:37+0400
2025-02-05T17:37+0400
2025-02-05T17:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220576_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4313356375f883518784926d0978303f.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.მისი თქმით, გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.„დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმირება გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლება შედის.2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220576_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6b2e2d71a33b12584282d067c94c8767.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ვითარება გზებზე
თბილისის მერია ელექტრომობილებისთვის დამტენების დამონტაჟებას აგრძელებს
200-მდე ელექტროდამტენის მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით, 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
„დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ეს ყველაფერი კეთდება ელექტრომობილების წახალისების მიზნით. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მხოლოდ ელექტრომობილების ნაწილით არ შემოიფარგლება. რეკრეაციული სივრცეების პროექტებს ვახორციელებთ, შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმირება გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.
რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლება შედის.
2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.