https://sputnik-georgia.com/20250205/skandali-bakuriani-cidas-wylis-garsemo-sursatis-saagentom-kvlevis-sedegi-gaasajarova-292021533.html
სკანდალი „ბაკურიანი ციდას“ წყლის გარშემო - სურსათის სააგენტომ კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
სკანდალი „ბაკურიანი ციდას“ წყლის გარშემო - სურსათის სააგენტომ კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა. 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T16:47+0400
2025-02-05T16:47+0400
2025-02-05T16:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23477/89/234778931_0:75:1000:638_1920x0_80_0_0_26d2d9787c320b04d5ff7ec00dae707e.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეტყობინება მცირეწლოვანი ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ უწყებამ გუშინ მიიღო და ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა. „სააგენტოს ინსპექტორებმა წყლის დამფასოებელ საწარმოში განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება.სააგენტოს ინსპექტირებმა მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღეს წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.4 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს გამოეხმაურა აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოც“. მათი მტკიცებით, ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა.„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - წერს „IDS ბორჯომი საქართველო“.კომპანიის ინფორმაციით, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლიც, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23477/89/234778931_25:0:976:713_1920x0_80_0_0_9a46434afd847b5b5c4a1485a7cc3572.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საზოგადოება
სკანდალი „ბაკურიანი ციდას“ წყლის გარშემო - სურსათის სააგენტომ კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეტყობინება მცირეწლოვანი ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ უწყებამ გუშინ მიიღო და ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა. „სააგენტოს ინსპექტორებმა წყლის დამფასოებელ საწარმოში განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება.
სააგენტოს ინსპექტირებმა მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღეს წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
„ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
4 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს გამოეხმაურა აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოც“. მათი მტკიცებით, ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა.
„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - წერს „IDS ბორჯომი საქართველო“.
კომპანიის ინფორმაციით, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლიც, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.