https://sputnik-georgia.com/20250205/saqartvelosi-mediistvis-axali-wesebi-amoqmeddeba-292026423.html
საქართველოში მედიისთვის ახალი წესები ამოქმედდება
საქართველოში მედიისთვის ახალი წესები ამოქმედდება
Sputnik საქართველო
კანონით განისაზღვრება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, აცხადებენ მმართველ პარტიაში 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T21:02+0400
2025-02-05T21:02+0400
2025-02-05T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757728_0:81:3000:1769_1920x0_80_0_0_fbd390bb7f897f287f3ffcb00a3238f9.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამზადებს ანალოგს ბრიტანული კანონისა „მასმედიის შესახებ“, რომელიც ობიექტურობის სტანდარტებს დაამკვიდრებს, აცხადებს ხელისუფლება.მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ოპოზიციური მედიები ეთიკის და ობიექტურობის სტანდარტების დარღვევაში - მათი თქმით, ეს მედიები დეზინფორმაციის გავრცელებაზეა ორიენტირებული.მისივე თქმით, კანონში განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. კანონი აგრეთვე მედიის დაფინანსების საკითხს შეეხება.„შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.ბრიტანელი მოდელის თანახმად, მედიამ არ უნდა გამოაქვეყნოს არასანდო, გადაუმოწმებელი ან ყალბი ინფორმაცია, ასევე ფოტომასალა. მოქალაქეებს და ორგანიზაციებს, რომელთა შესახებაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, უნდა მიეცეთ რეაგირების უფლება.ჟურნალისტებმა ინფორმაციის მოსაპოვებლად არ უნდა მიმართონ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ზეწოლა ან დაჟინებით ადევნება, ხრიკები, მოტყუება ან სარეკლამო ან სხვა ინტერესების სასარგებლოდ სიმართლის დამახინჯება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757728_268:0:2733:1849_1920x0_80_0_0_791e6ada5ccfb61d49027dc828e7890d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველოში მედიისთვის ახალი წესები ამოქმედდება
კანონით განისაზღვრება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, აცხადებენ მმართველ პარტიაში
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამზადებს ანალოგს ბრიტანული კანონისა „მასმედიის შესახებ“, რომელიც ობიექტურობის სტანდარტებს დაამკვიდრებს, აცხადებს ხელისუფლება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ოპოზიციური მედიები ეთიკის და ობიექტურობის სტანდარტების დარღვევაში - მათი თქმით, ეს მედიები დეზინფორმაციის გავრცელებაზეა ორიენტირებული.
„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კანონში განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. კანონი აგრეთვე მედიის დაფინანსების საკითხს შეეხება.
„შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ბრიტანელი მოდელის თანახმად, მედიამ არ უნდა გამოაქვეყნოს არასანდო, გადაუმოწმებელი ან ყალბი ინფორმაცია, ასევე ფოტომასალა. მოქალაქეებს და ორგანიზაციებს, რომელთა შესახებაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, უნდა მიეცეთ რეაგირების უფლება.
ჟურნალისტებმა ინფორმაციის მოსაპოვებლად არ უნდა მიმართონ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ზეწოლა ან დაჟინებით ადევნება, ხრიკები, მოტყუება ან სარეკლამო ან სხვა ინტერესების სასარგებლოდ სიმართლის დამახინჯება.