ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიასტანა
ასტანა - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2025
გამოწერა
საქართველოს პრემიერ- მინისტრი ყაზახეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემართა.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 5-6 თებერვალს, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
დღეს ყაზახეთის ხუთი საპატიო საკონსულო ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ბათუმში, რუსთავში, ბორჯომში, გორსა და ოზურგეთში, მთავარი საკონსულო კი თბილისში ყაზახეთის საელჩოში მუშაობს.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნებმა 2017 წელს ამ კავშირის 25 წლისთავი აღნიშნეს.
ყველა ახალი ამბავი
0