https://sputnik-georgia.com/20250205/british-airways-tbilissa-da-londons-daakavshirebs-292019411.html
30 მარტიდან საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქებს პირდაპირი რეისი დააკავშირებს
30 მარტიდან საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქებს პირდაპირი რეისი დააკავშირებს
Sputnik საქართველო
პირდაპირი რეგულარული რეისები ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება. 05.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-05T19:26+0400
2025-02-05T19:26+0400
2025-02-05T19:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/62/248896236_0:25:2838:1621_1920x0_80_0_0_41e6fff5dd2744cb481748b8e315c7fa.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულებას დაიწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.გაერთიანებამ, ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, წარმატებით დაასრულა ინტენსიური მოლაპარაკებები British Airways-თან საქართველოში ოპერირების დაწყების თაობაზე. შედეგად, პირდაპირი რეგულარული რეისები ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება.ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ფარგლებში, გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.შეხვედრაზე ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყების ტექნიკური დეტალები განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს პირველ რეისთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.British Airways რეისებს 190 მიმართულებით 65 ქვეყანაში ასრულებს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებს 30-ზე მეტ ქვეყანაში.საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა - 7,5 მილიონს, რაც 24%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/62/248896236_324:0:2516:1644_1920x0_80_0_0_a8c790edb76ca5be75b0038ba064da0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
30 მარტიდან საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქებს პირდაპირი რეისი დააკავშირებს
პირდაპირი რეგულარული რეისები ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულებას დაიწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანებამ, ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, წარმატებით დაასრულა ინტენსიური მოლაპარაკებები British Airways-თან საქართველოში ოპერირების დაწყების თაობაზე. შედეგად, პირდაპირი რეგულარული რეისები ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება.
ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ფარგლებში, გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრაზე ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყების ტექნიკური დეტალები განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს პირველ რეისთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
British Airways რეისებს 190 მიმართულებით 65 ქვეყანაში ასრულებს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.
ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
საქართველოს აეროპორტები 2024 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა - 7,5 მილიონს, რაც 24%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.