ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შიდა ქართლის რეგიონში 6.500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100-დოლარიანი და 48 ცალი 50-დოლარიანი კუპიურები გაასაღა.
გამოძიების პროცესში ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0