https://sputnik-georgia.com/20250204/saqartvelosi-administraciuli-patimrobis-vada-otxjer-izrdeba-292012772.html
საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ოთხჯერ გაიზრდება
საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ოთხჯერ გაიზრდება
Sputnik საქართველო
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღების, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. 04.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-04T23:56+0400
2025-02-04T23:56+0400
2025-02-04T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250970619_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f341465a9cb395f9472c34a94a3f90ef.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა შესაძლოა 15-დან 60 დღემდე გაიზარდოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროში უკვე დარეგისტრირდა.ადმინისტრაციული პატიმრობა არის ადმინისტრაციული სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელსაც სასამართლო კონკრეტულ შემთხვევებში მიმართავს.დანაშაულებს შორის, რომლებზეც თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული, არის ნარკოტიკული საშუალებების პირადი სარგებლობისთვის გამოყენება და შენახვა, ნებართვის გარეშე ქუჩის ვაჭრობა, სოციალური მუშაკის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, ხულიგნობა, დარღვევები საპროტესტო აქციებზე, ეკონომიკური დარღვევები და სხვა.ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის გაზრდა მხოლოდ დარღვევათა მცირე ჩამონათვალს შეეხება, მათ შორის წვრილმან ხულიგნობას, ვანდალიზმს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა და შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვის წესების დარღვევას.დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა იგივე რჩება - 15 დღე.ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღების, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250970619_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_cbb54c5b6a85028185dbd16e5d209e3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ოთხჯერ გაიზრდება
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღების, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა შესაძლოა 15-დან 60 დღემდე გაიზარდოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროში უკვე დარეგისტრირდა.
ადმინისტრაციული პატიმრობა არის ადმინისტრაციული სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელსაც სასამართლო კონკრეტულ შემთხვევებში მიმართავს.
დანაშაულებს შორის, რომლებზეც თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული, არის ნარკოტიკული საშუალებების პირადი სარგებლობისთვის გამოყენება და შენახვა, ნებართვის გარეშე ქუჩის ვაჭრობა, სოციალური მუშაკის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, ხულიგნობა, დარღვევები საპროტესტო აქციებზე, ეკონომიკური დარღვევები და სხვა.
ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის გაზრდა მხოლოდ დარღვევათა მცირე ჩამონათვალს შეეხება, მათ შორის წვრილმან ხულიგნობას, ვანდალიზმს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა და შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვის წესების დარღვევას.
დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა იგივე რჩება - 15 დღე.
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღების, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.