https://sputnik-georgia.com/20250203/saqartvelom-pase-sakutari-delegaciis-wevrebi-gaiwvia-291997155.html
საქართველომ PACE-დან საკუთარი დელეგაციის წევრები გაიწვია
საქართველომ PACE-დან საკუთარი დელეგაციის წევრები გაიწვია
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის წევრებმა ინდივიდუალურად მიმართეს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T21:39+0400
2025-02-03T21:39+0400
2025-02-03T21:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265117319_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_9ac2dffead6cafa5d716dbb97b5a01e3.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) საკუთარი დელეგაციის წევრების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო - აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული.29 იანვარს PACE-მ მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას დათქმით მისი შეჩერების შესახებ, თუ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. ამის საპასუხოდ ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.როგორც სპიკერმა აღნიშნა, მიუხედავად ოპოზიციისა და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მცდელობისა, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება მაინც იქნა აღიარებული, ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრების ინტენსიური მუშაობის წყალობით.ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, დეპუტატები გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი.საქართველო და დასავლეთიდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265117319_124:0:875:563_1920x0_80_0_0_983527db65b19548e766f7bdcec3413f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველომ PACE-დან საკუთარი დელეგაციის წევრები გაიწვია
პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის წევრებმა ინდივიდუალურად მიმართეს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) საკუთარი დელეგაციის წევრების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო - აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული.
29 იანვარს PACE-მ მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას დათქმით მისი შეჩერების შესახებ, თუ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. ამის საპასუხოდ ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
„ველოდებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის ძირითად ღირებულებებს, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემას. რეზოლუცია, რომელიც გარკვეულ დათქმებს მოიცავს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, მიუხედავად ოპოზიციისა და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მცდელობისა, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება მაინც იქნა აღიარებული, ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრების ინტენსიური მუშაობის წყალობით.
„დელეგაციის წევრებმა ინდივიდუალურად მიმართეს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მეც მივმართავ უკვე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, დეპუტატები გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.