https://sputnik-georgia.com/20250203/raze-xarjaven-ucxoelebi-puls-saqartveloshi-291984310.html
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წელს საქართველოს 7,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 4,2%-ით მეტია. 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T10:53+0400
2025-02-03T10:53+0400
2025-02-03T10:53+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810399_0:189:3078:1920_1920x0_80_0_0_345d846c6187919470e9c3fa8d3d79e3.jpg
თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 2024 წელს უცხოელებმა მთლიანობაში 14,3 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 10,3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი განთავსებაზე, საკვებსა და სასმელზე დაიხარჯა.საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯები საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 5,4%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით და საშუალოდ 2.211,2 ლარი შეადგინა.„საქსტატის" ცნობით, 2024 წელს საქართველოს 7,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 4,2%-ით მეტია.ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 6,5 მლნ შეადგინა, რაც 4,6%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა და 5,1 მლნ შეადგინა.გასულ წელს ტურისტების უმეტესობა აჭარას და თბილისს ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 5,5 ღამე გაათენეს.ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 1,2 მლნ, რაც მთლიანი ვიზიტორების 22,4%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 19% ) და სომხეთი (12,7%).უცხოელებმა რუსეთიდან 1,4 მლნ ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 1,3 მლნ, სომხეთიდან – 900 ათასი ვიზიტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810399_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_b70e3b1ae44acec32a1935c1379e16d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
2024 წელს საქართველოს 7,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 4,2%-ით მეტია.
თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 2024 წელს უცხოელებმა მთლიანობაში 14,3 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 10,3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი განთავსებაზე, საკვებსა და სასმელზე დაიხარჯა.
უცხოელი ვიზიტორების ხარჯები - 2024 წელი
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ დოლარი | წილი, % |
განთავსება | 4 807.9 | 33,7 |
საყიდლები | 3 436.2 | 24,1 |
საკვები და სასმელი | 3 193.4 | 22,4 |
გართობა | 1 548.8 | 10,8 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 1 139.8 | 8,0 |
სხვა | 149.2 | 1,0 |
საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯები საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 5,4%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით და საშუალოდ 2.211,2 ლარი შეადგინა.
„საქსტატის" ცნობით, 2024 წელს საქართველოს 7,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 4,2%-ით მეტია.
ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 6,5 მლნ შეადგინა, რაც 4,6%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა და 5,1 მლნ შეადგინა.
გასულ წელს ტურისტების უმეტესობა აჭარას და თბილისს ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 5,5 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 1,2 მლნ, რაც მთლიანი ვიზიტორების 22,4%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 19% ) და სომხეთი (12,7%).
უცხოელებმა რუსეთიდან 1,4 მლნ ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 1,3 მლნ, სომხეთიდან – 900 ათასი ვიზიტი.