https://sputnik-georgia.com/20250203/policielze-tavdasxmistvis-okmelashvils-patimroba-sheeparda-291997967.html
პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ აქციის მონაწილეს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ აქციის მონაწილეს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მსჯავრდებული და მისი ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმებიან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებენ. 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T22:14+0400
2025-02-03T22:14+0400
2025-02-03T22:14+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.მსჯავრდებული და მისი ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმებიან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებენ.გამოძიების ცნობით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შსს-ს თანამშრომელ ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.ოკმელაშვილს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.მას ასევე ბრალი ჰქონდა წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია „ლიმონის" დამფუძნებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ აქციის მონაწილეს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
მსჯავრდებული და მისი ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმებიან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებენ.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მსჯავრდებული და მისი ადვოკატი განაჩენს არ ეთანხმებიან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებენ.
გამოძიების ცნობით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შსს-ს თანამშრომელ ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი ჰქონდა წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია „ლიმონის" დამფუძნებელია.