https://sputnik-georgia.com/20250203/azerbaijanshi-teroristuli-dajgupeba-gaaneitrales-291986773.html
აზერბაიჯანში ტერორისტული დაჯგუფება გაანეიტრალეს
აზერბაიჯანში ტერორისტული დაჯგუფება გაანეიტრალეს
Sputnik საქართველო
სპეცსამსახურებმა ტერორისტული პროვოკაციული ქმედებების გამოსავლენად და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური რელიგიურ-ექსტრემისტული... 03.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-03T13:49+0400
2025-02-03T13:49+0400
2025-02-03T13:49+0400
აზერბაიჯანი
კავკასია
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290840278_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_0a50fa0a8365a8f2fe299a71a5acbd89.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური დაჯგუფება გაანეიტრალეს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდა, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით. „სპეცსამსახურებმა ერთობლივი კომპლექსური ზომები მიიღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტერორისტული პროვოკაციული ქმედებების გამოსავლენად და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების მიერ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ტყის ძმების" საქმიანობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული გადირ გაჯიევი დანაშაულებრივ ურთიერთობაში შევიდა გუსარის რაიონის მცხოვრებლებთან - კამრან კერიმხანოვთან, უმუდ გულალიევთან, ვალერიკ ადილოვთან, რიად საფარალიევთან, როვშან ლაჩინოვთან, ნაზიმ ზაკიევთან და ა.შ. და მათთან ერთად ემზადებოდა გუსარის რაიონის ტერიტორიაზე ტერაქტებისთვის, სოფლების - ხილი, ჯიბირი, იასაბი - ტერიტორიაზე ტყის მასივში ქმნიდა მიწისქვეშა თავშესაფრებს და ამარაგებდა მათ საბრძოლო მასალით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, ტექაღჭურვილობით და სხვა საშუალებებით", - ნათქვამია განცხადებაში.ქალაქ გუსარში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სპეცრაზმის წევრებს.„ალიფაშა კამილოვმა РГО-78 ტიპის 2 ხელყუმბარა ისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ოპერაციის დროს კამილოვი გაანეიტრალეს. სოფელ ჯიბირთან ტყიან ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა საიდუმლო სამალავები და საწყობები. უკანონო შეიარღებული ფორმირების წევრები - გადირ გაჯიევი, რიად საფარალიევი, ვალერიკ ადილოვი და უმუდ გიულალიევი, რომლებმაც გამოიყენეს ასაფეთქებელ მოწყობილობები და ძალოვანებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, განეიტრალებული იქნენ. აღმოჩენილი სამალავების შემოწმების დროს ამოიღეს ასაფეთებელი მოწყობილობების დასამზადებლად განკუთვნილი ტორფი, აცეტონი, დეტონატორები, დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მექანიზმები, არმატურა და ტყვიის დეტალები, ორი „კალაშნიკოვის" ავტომატი, სამი სანადირო თოფი, ვაზნები და ტყვიები ავტომატისთვის, ასევე დროშა, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული უკანონო შეიარაღებული ფორმირების სიმბოლო", - ნათქვამია განცხადებაში.აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, ასევე დადგინდა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ნაზიმ ზაკიევი სოფელ ხილთან ახლოს მდებარე ფერმაში, ხოლო კამრან კერიმხანოვი და როვშან ლაჩინოვი თავად სოფელში იმალებოდნენ.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290840278_198:0:2929:2048_1920x0_80_0_0_49bf04a8fdab97c219e03bad4cce0d63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, კავკასია, შემთხვევები, ახალი ამბები
აზერბაიჯანი, კავკასია, შემთხვევები, ახალი ამბები
აზერბაიჯანში ტერორისტული დაჯგუფება გაანეიტრალეს
სპეცსამსახურებმა ტერორისტული პროვოკაციული ქმედებების გამოსავლენად და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების მიერ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები გაატარეს
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური დაჯგუფება გაანეიტრალეს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდა, იუწყება
РИА Новости აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.
„სპეცსამსახურებმა ერთობლივი კომპლექსური ზომები მიიღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტერორისტული პროვოკაციული ქმედებების გამოსავლენად და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული რადიკალური რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების მიერ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ტყის ძმების" საქმიანობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული გადირ გაჯიევი დანაშაულებრივ ურთიერთობაში შევიდა გუსარის რაიონის მცხოვრებლებთან - კამრან კერიმხანოვთან, უმუდ გულალიევთან, ვალერიკ ადილოვთან, რიად საფარალიევთან, როვშან ლაჩინოვთან, ნაზიმ ზაკიევთან და ა.შ. და მათთან ერთად ემზადებოდა გუსარის რაიონის ტერიტორიაზე ტერაქტებისთვის, სოფლების - ხილი, ჯიბირი, იასაბი - ტერიტორიაზე ტყის მასივში ქმნიდა მიწისქვეშა თავშესაფრებს და ამარაგებდა მათ საბრძოლო მასალით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, ტექაღჭურვილობით და სხვა საშუალებებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქ გუსარში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სპეცრაზმის წევრებს.
„ალიფაშა კამილოვმა РГО-78 ტიპის 2 ხელყუმბარა ისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ოპერაციის დროს კამილოვი გაანეიტრალეს. სოფელ ჯიბირთან ტყიან ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა საიდუმლო სამალავები და საწყობები. უკანონო შეიარღებული ფორმირების წევრები - გადირ გაჯიევი, რიად საფარალიევი, ვალერიკ ადილოვი და უმუდ გიულალიევი, რომლებმაც გამოიყენეს ასაფეთქებელ მოწყობილობები და ძალოვანებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, განეიტრალებული იქნენ. აღმოჩენილი სამალავების შემოწმების დროს ამოიღეს ასაფეთებელი მოწყობილობების დასამზადებლად განკუთვნილი ტორფი, აცეტონი, დეტონატორები, დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მექანიზმები, არმატურა და ტყვიის დეტალები, ორი „კალაშნიკოვის" ავტომატი, სამი სანადირო თოფი, ვაზნები და ტყვიები ავტომატისთვის, ასევე დროშა, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული უკანონო შეიარაღებული ფორმირების სიმბოლო", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, ასევე დადგინდა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ნაზიმ ზაკიევი სოფელ ხილთან ახლოს მდებარე ფერმაში, ხოლო კამრან კერიმხანოვი და როვშან ლაჩინოვი თავად სოფელში იმალებოდნენ.