https://sputnik-georgia.com/20250202/qartveli-mociguaveebis-warmateba-chempionatze-291980431.html
ქართველი მოციგურავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მოციგურავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
Sputnik საქართველო
ვერცხლის მედალი გუნდს ანასტასია გუბნოვამ მოუტანა 02.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-02T15:40+0400
2025-02-02T15:40+0400
2025-02-02T15:40+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264599458_0:0:1855:1043_1920x0_80_0_0_945d484bab8b6f758e117497ce9e629e.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულეს.ვერცხლის მედალი გუნდს ანასტასია გუბნოვამ მოუტანა - მოკლე პროგრამის შემდეგ იგი 129,62 ქულით ლიდერობდა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.ორი გამოსვლის შედეგად სპორტსმენმა ჯამში 198.61 ქულა დააგროვა და მცირედით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ ესტონელ ნინა პეტროკინას. მესამე ადგილზე ბელგიელი ნინა პინზარონე გავიდა.ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57,03 ქულით მეცხრე ადგილზე ამოჩნდნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134,85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191,88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.მოციგურავე ნიკა ეგაძემ კი მეოთხე ადგილი დაიკავა - 243,87 ქულა (91,94 + 151,93). სპორტული ცეკვებში თავისუფალი პროგრამით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეათე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამის შემდეგ კი დევისი-სმოლკინის დუეტმა, ჯამში, 190,15 ქულა დააგროვა და საბოლოოდ შეჯიბრებაზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.შაბათს, 1 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. მედლების ფინალური კომპლექტი მამაკაცებსა და წყვილთა შორის გათამაშდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264599458_211:0:1855:1233_1920x0_80_0_0_89deb26aa956925cbec93eeac2091a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი მოციგურავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
ვერცხლის მედალი გუნდს ანასტასია გუბნოვამ მოუტანა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულეს.
ვერცხლის მედალი გუნდს ანასტასია გუბნოვამ მოუტანა - მოკლე პროგრამის შემდეგ იგი 129,62 ქულით ლიდერობდა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
ორი გამოსვლის შედეგად სპორტსმენმა ჯამში 198.61 ქულა დააგროვა და მცირედით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ ესტონელ ნინა პეტროკინას. მესამე ადგილზე ბელგიელი ნინა პინზარონე გავიდა.
ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57,03 ქულით მეცხრე ადგილზე ამოჩნდნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134,85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191,88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
მოციგურავე ნიკა ეგაძემ კი მეოთხე ადგილი დაიკავა - 243,87 ქულა (91,94 + 151,93).
სპორტული ცეკვებში თავისუფალი პროგრამით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეათე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამის შემდეგ კი დევისი-სმოლკინის დუეტმა, ჯამში, 190,15 ქულა დააგროვა და საბოლოოდ შეჯიბრებაზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.
შაბათს, 1 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. მედლების ფინალური კომპლექტი მამაკაცებსა და წყვილთა შორის გათამაშდა.