მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: ტრამპი ევროპულ ელიტებს შორის წესრიგს სწრაფად დაამყარებს

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2025
გამოწერა
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპულ ელიტას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფრო მოსწონდა და სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ხასიათითა და ძალისხმევით საკმაოდ სწრაფად აღადგენს წესრიგს და ევროპული ელიტები „პატრონის ფეხებთან დადგებიან“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„მე თქვენ გარწმუნებთ: ტრამპი თავისი ხასიათითა და ძალისხმევით იქ საკმაოდ სწრაფად აღადგენს წესრიგს. და ყველა მათგანი (თქვენ ნახავთ, ეს მალე მოხდება) პატრონის ფეხებთან დადგებიან და კუდს გააქიცინებენ“, - განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია России 1-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინის გადაცემაში „Москва. Кремль. Путин"
ვიდეო გამოქვეყნდა ჟურნალისტის Telegram-არხზე.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპულ ელიტას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფრო მოსწონდა და სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას. ტრამპს განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეს ელიტები, რუსეთის ლიდერის თქმით, აშშ-ში წინასაარჩევნო პროცესში ერეოდნენ და ტრამპის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მისი გამარჯვების შემდეგ კი დაიბნენ.
„უბრალოდ, მათ არ მოსწონთ ტრამპი, აქტიურად იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ნამდვილად ერეოდნენ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში, შემდეგ კი დაიბნენ, როცა ტრამპმა მოულოდნელად გაიმარჯვა. მათ მენტალურად ბაიდენი უფრო მოსწონდათ", - განაცხადა პუტინმა.
დონალდ ტრამპმა 2024 წლის 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ინაუგურაცია 20 იანვარს შედგა. ტრამპი არის შეერთებული შტატების 45-ე და 47-ე პრეზიდენტი - ოთხწლიანი პაუზის შემდეგ იგი თეთრ სახლში დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0