https://sputnik-georgia.com/20250202/premieri-saparlamento-asamblea-gansakutrebul-rols-ar-tamashobs-291983010.html
პრემიერი: საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს
პრემიერი: საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის 02.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-02T23:12+0400
2025-02-02T23:12+0400
2025-02-02T23:18+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e15d98371cf30492bf7a21cdcc684d41.jpg
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და მზად არის თანამშრომლობისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას დათქმით მისი შეჩერების შესახებ, თუ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. ამის საპასუხოდ ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტმა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში შედგა, საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ვიზიტი თავისი ლეგიტიმურობის დამადასტურებლად წარმოადგინა, ოპოზიციის ნაწილმა კი, რომელიც არ ცნობს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პროტესტის ნიშნად საერთოდ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.საქართველო და დასავლეთიდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594483_119:0:1258:854_1920x0_80_0_0_bbd7a7be10e2ba78248964e7ad06709c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
პრემიერი: საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს
23:12 02.02.2025 (განახლებულია: 23:18 02.02.2025) კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და მზად არის თანამშრომლობისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას დათქმით მისი შეჩერების შესახებ, თუ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. ამის საპასუხოდ ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
„საპარლამენტო ასამბლეას მაინც და მაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად. ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და მასთან კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმება ”, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტმა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში შედგა, საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ვიზიტი თავისი ლეგიტიმურობის დამადასტურებლად წარმოადგინა, ოპოზიციის ნაწილმა კი, რომელიც არ ცნობს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პროტესტის ნიშნად საერთოდ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.