https://sputnik-georgia.com/20250202/papuashvili-avtomagistralebis-blokireba-sisxlis-samartlis-danashaulia-291970609.html
პაპუაშვილი: ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია
პაპუაშვილი: ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია
Sputnik საქართველო
შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები. 02.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-02T10:48+0400
2025-02-02T10:48+0400
2025-02-02T14:56+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e9c46ecb3d950e30bfccaaf9555b9a3e.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.2 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას გეგმავენ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.უწყება მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომებს.„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას „ესროდნენ“, პარლამენტის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ.28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_79:0:1218:854_1920x0_80_0_0_9dcf886bcec85719938852f32f1f17a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია
10:48 02.02.2025 (განახლებულია: 14:56 02.02.2025) შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ საერთაშორისო გზები არის სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
2 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ავტომაგისტრალების, მათ შორის თბილისის შემოსასვლელის ბლოკირებას გეგმავენ.
„პუბლიკა" ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია, „პუბლიკა" რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“", - დაწერა პაპუაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უწყება მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომებს.
„სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას „ესროდნენ“, პარლამენტის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ.
28 ნოემბრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 30-ზე მეტი პირი მიეცა.
თბილისში ბრალდებულთა დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებზე ორი ახალი მოთხოვნა გაჩნდა: დაკავებულთა გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნებით მომიტინგეები მსვლელობებსა და პერფორმანსებს აწყობენ, რასაც თან ახლავს ქუჩების გადაკეტვა.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 67-ე დღეა იმართება.