https://sputnik-georgia.com/20250201/saqartvelos-ekonomika-bolo-4-weliwadsi-uprecedentod-gaizarda-ministris-moadgile-291969587.html
საქართველოს ეკონომიკა ბოლო 4 წელიწადში უპრეცედენტოდ გაიზარდა - მინისტრის მოადგილე
საქართველოს ეკონომიკა ბოლო 4 წელიწადში უპრეცედენტოდ გაიზარდა - მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
2024 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც ტურიზმის, ისე საქონლის ექსპორტის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ 01.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-01T22:22+0400
2025-02-01T22:22+0400
2025-02-01T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896783_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c2d7ce1271ba14b1fdab3371459ff2d6.jpg
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები უპრეცედენტოდ მაღალია და საშუალოდ 9,7%-ს შეადგენს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, ხოლო 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით - 9,4%.გარდა ამისა, 2024 წლის დეკემბერში 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10,1%-ით გაიზარდა, ასევე გასულ თვეში ქვეყანაში 6045 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 16,7%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით.გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებისას ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ დარგებზე, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ შორისაა - მშენებლობის, ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვადასხვა მომსახურების სექტორები.გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც ტურიზმის, ისე საქონლის ექსპორტის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ექსპორტი 6,8%-ით გაიზარდა და 549,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან შემოსავლები კი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 10,3%-ით გაიზარდა და 963,7 მლნ დოლარს გაუტოლდა.ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ, ჯამში, 2024 წელს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა და 6,6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.ცინცაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია.„ასევე გრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის პროდუქტიულობისა და ზოგადად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, 2025-2029 წლებში საქართველოს საშუალოდ ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები მეზობელ ქვეყნებს, რეგიონის ქვეყნებს, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს და მთლიანად ევროპის ქვეყნებს შორის – 5,2%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896783_230:0:2961:2048_1920x0_80_0_0_667087ced4800accca8c43acf52badbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა ბოლო 4 წელიწადში უპრეცედენტოდ გაიზარდა - მინისტრის მოადგილე
2024 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც ტურიზმის, ისე საქონლის ექსპორტის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები უპრეცედენტოდ მაღალია და საშუალოდ 9,7%-ს შეადგენს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, ხოლო 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით - 9,4%.
„აღნიშნული ზრდა, რომელიც ბოლო ოთხი წელიწადში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, უპრეცედენტოდ მაღალია - ჯამურად, საშუალოდ ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა 9,7%-ით იზრდებოდა“, - განაცხადა ცინცაძემ.
გარდა ამისა, 2024 წლის დეკემბერში 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10,1%-ით გაიზარდა, ასევე გასულ თვეში ქვეყანაში 6045 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 16,7%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით.
გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებისას ვახტანგ ცინცაძემ აქცენტი გააკეთა იმ დარგებზე, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ შორისაა - მშენებლობის, ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვადასხვა მომსახურების სექტორები.
გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც ტურიზმის, ისე საქონლის ექსპორტის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ექსპორტი 6,8%-ით გაიზარდა და 549,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან შემოსავლები კი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 10,3%-ით გაიზარდა და 963,7 მლნ დოლარს გაუტოლდა.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ, ჯამში, 2024 წელს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7,8%-ით გაიზარდა და 6,6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ლიდერი როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა მან.
ცინცაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია.
„ასევე გრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის პროდუქტიულობისა და ზოგადად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, 2025-2029 წლებში საქართველოს საშუალოდ ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები მეზობელ ქვეყნებს, რეგიონის ქვეყნებს, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს და მთლიანად ევროპის ქვეყნებს შორის – 5,2%.