https://sputnik-georgia.com/20250201/rogor-izrdeba-saqartvelos-ekonomika-bolo-monacemebi-291965378.html
როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა: ბოლო მონაცემები
როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის დეკემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა... 01.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-01T12:00+0400
2025-02-01T12:00+0400
2025-02-02T02:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_52a5a3b4b13608dcfb884376ad91a287.jpg
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.2024 წლის დეკემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,7% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.შემცირება მხოლოდ გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.რა გაიზარდა და რამდენით2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით, იმპორტი კი 8,1%-ით გაიზარდა.გასულ თვეში ქვეყანაში 6 ათასზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 16,7%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით.არსებული მონაცემების მიხედვით, ზრდა ძირითადად ინდმეწარმეთა რეგისტრაციის გაზრდით (25%-ით) არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ზრდა შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის კუთხით.„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10,1%-ით გაიზარდა და 16,5 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.მისი თქმით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში ზრდა კომერციული ბანკების შემოსავლების ზრდას უკავშირდება.საქართველო ევროპაშიაც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა - პრემიერ-მინისტრი>ზრდა ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ზრდას უკავშირდება.თოდრაძის თქმით, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის პარალელურად გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებლებიც.ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა ავტომობილებით, მათი სათადარიგო ნაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. ასევე გაზრდილია ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა, საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა.საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამირების სფეროს მოცულობის, ასევე ზოგადად IT კონსალტინგის გაფართოებასთან.თოდრაძის თქმით, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სფეროს ზრდა დაკავშირებულია საბუღალტრო, საინვენტარიზაციო და აუდიტორული სერვისების სფეროს, ასევე ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო სერვისების მოცულობის გაფართოებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_259:0:2930:2003_1920x0_80_0_0_dd715e1a2c047d3da6ffc4fda69c962c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა: ბოლო მონაცემები
12:00 01.02.2025 (განახლებულია: 02:14 02.02.2025) 2024 წლის დეკემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, ვაჭრობა
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2024 წლის დეკემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,7% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
შემცირება მხოლოდ გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით, იმპორტი კი 8,1%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 6 ათასზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 16,7%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით.
არსებული მონაცემების მიხედვით, ზრდა ძირითადად ინდმეწარმეთა რეგისტრაციის გაზრდით (25%-ით) არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ზრდა შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის კუთხით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10,1%-ით გაიზარდა და 16,5 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში ზრდა კომერციული ბანკების შემოსავლების ზრდას უკავშირდება.
ზრდა ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ზრდას უკავშირდება.
თოდრაძის თქმით, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის პარალელურად გაიზარდა ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებლებიც.
ვაჭრობის სექტორში ზრდა განაპირობა ავტომობილებით, მათი სათადარიგო ნაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობის მოცულობის ზრდამ. ასევე გაზრდილია ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა, საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა.
საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამირების სფეროს მოცულობის, ასევე ზოგადად IT კონსალტინგის გაფართოებასთან.
თოდრაძის თქმით, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სფეროს ზრდა დაკავშირებულია საბუღალტრო, საინვენტარიზაციო და აუდიტორული სერვისების სფეროს, ასევე ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო სერვისების მოცულობის გაფართოებასთან.