https://sputnik-georgia.com/20250201/ra-miznit-chamodian-saqartveloshi-291966725.html
რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში
რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში
Sputnik საქართველო
შარშან ყველაზე მეტი ტურისტი თბილისსა და აჭარას ეწვია 01.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-01T15:28+0400
2025-02-01T15:28+0400
2025-02-01T15:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811475_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_5a78323d97810c9cddfe0ff8af66d715.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 2024 წელს 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 6,5 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის მონაცემზე 4,6%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 5,1 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებზე 9%-ით მეტია.საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,5 ღამეს ატარებდნენ.ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო რუსეთიდან – 1,2 მილიონი, რაც ვიზიტორების საერთო რაოდენობის 22,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 19%) და სომხეთი (12,7%). უცხოელებმა რუსეთიდან 1,4 მლნ ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 1,3 მლნ, სომხეთიდან – 900 ათასი ვიზიტი.„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 14,3 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 10,3%–ით მეტია, ვიდრე 2023 წელს. ხარჯები ერთ ვიზიტზე 5,4%–ით შემცირდა და 2.211,2 ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811475_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_bb58db78dde162f6b92f46f5aec296f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში
შარშან ყველაზე მეტი ტურისტი თბილისსა და აჭარას ეწვია
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 2024 წელს 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 6,5 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის მონაცემზე 4,6%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 5,1 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებზე 9%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი 2024 წელს
ჩამოსვლის მიზანი | ვიზიტების რიცხვი, ათასი | საერთო9 რაოდენობის წილი,% |
დასვენება და გართობა | 3 351,7 | 51,9 |
ნათესავების მონახულება | 1 470,0 | 22,8 |
ტრანზიტი სხვა ქვეყნებში | 831,5 | 12,9 |
სამუშაო | 368,9 | 5,7 |
შოპინგი | 307,6 | 4,8 |
სხვა | 101,9 | 1,6 |
გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,5 ღამეს ატარებდნენ.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო რუსეთიდან – 1,2 მილიონი, რაც ვიზიტორების საერთო რაოდენობის 22,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 19%) და სომხეთი (12,7%). უცხოელებმა რუსეთიდან 1,4 მლნ ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 1,3 მლნ, სომხეთიდან – 900 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 14,3 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 10,3%–ით მეტია, ვიდრე 2023 წელს. ხარჯები ერთ ვიზიტზე 5,4%–ით შემცირდა და 2.211,2 ლარი შეადგინა.