https://sputnik-georgia.com/20250201/lilosi-momxdari-mkvlelobis-faqtze-ori-piri-daakaves-291967752.html
ლილოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ლილოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 01.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-01T18:24+0400
2025-02-01T18:24+0400
2025-02-01T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.,საგამოძიებო უწყება 35 და 39 წლის ბრალდებულებს განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 48 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო მეორე ბრალდებულიც, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ლილოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.,
საგამოძიებო უწყება 35 და 39 წლის ბრალდებულებს განზრახ მკვლელობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 48 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო მეორე ბრალდებულიც, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.