სსფ-ს მისია საქართველოში შეხვედრებს მართავს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2025
გამოწერა
მისიამ მიმოიხილა საქართველოში გასული და მიმდინარე წლების ეკონომიკური ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები საქართველოში შეხვედრებს მართავენ და ეკონომიკური რეფორმების პროგრამას განიხილავენ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება და აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური მოლოდინები ქვეყანაში პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით.
სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს გასული და მიმდინარე წლების ეკონომიკური ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა.
სსფ-ს მისია ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას შეხვდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამ დრომდე სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმ დროიდან ორგანიზაცია ეხმარება ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გაძლიერებაში , ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
ყველა ახალი ამბავი
0