https://sputnik-georgia.com/20250131/saqartvelos-da-somxetis-tanamsromlobis-axali-perspeqtivebi-erevansi-vizitis-sedegebi-291952961.html
საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები - ერევანში ვიზიტის შედეგები
საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები - ერევანში ვიზიტის შედეგები
Sputnik საქართველო
არის იმედი, რომ 2025 წელი ახალი ერთობლივი ამბიციური პროექტების წელი გახდება, განაცხადა სომხეთის პრემიერმა 31.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-31T11:33+0400
2025-01-31T11:33+0400
2025-01-31T11:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/16/229981631_0:355:1024:931_1920x0_80_0_0_a2a33f6b4e9b3c9ba91e176bedc7d1d0.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველო დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებით და ყველაფერს გააკეთებს ამის მისაღწევად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში.კობახიძე სომხეთში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა.მისი თქმით, საქართველოს და სომხეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.„ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვიდან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რაც ვთქვი კომისიის სხდომაზე - ჩვენს პარტნიორობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის. ეს არის ჩვენი ურთიერთობების მთავარი ფუნდამენტი. ეს არის ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კავშირი და მეგობრობა. სწორედ ამას ეფუძნება ურთიერთპატივისცემა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს მთავრობებს შორისაც“, - განაცხადა პრემიერმა.თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არის იმედი, 2025 წელი ახალი ერთობლივი ამბიციური პროექტების წელი გახდება.სომხეთის პრემიერი ასევე შეეხო საკითხებს, რომელთა განვითარების პერსპექტივა უახლოეს მომავალში არსებობს. ეს არის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის გამარტივება, იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობების დახვეწა, რათა ქვეყნებს შორის ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განხორციელება უფრო გამარტივდეს.თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას მხარი დაუჭირა.„სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ“, - განაცხადა კობახიძემ.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს სურს არამხოლოდ საქართველოსთან კავშირების განვითარება, არამედ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/16/229981631_0:144:1024:912_1920x0_80_0_0_7895565c75826672fad70b3eef201375.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები - ერევანში ვიზიტის შედეგები
არის იმედი, რომ 2025 წელი ახალი ერთობლივი ამბიციური პროექტების წელი გახდება, განაცხადა სომხეთის პრემიერმა
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველო დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებით და ყველაფერს გააკეთებს ამის მისაღწევად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში.
კობახიძე სომხეთში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა.
„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა, თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვარ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ვიმყოფები ერევანში. რა თქმა უნდა, ჩვენი ორმხრივი ვიზიტების სიხშირე მეტყველებს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესზე, რომელიც აქვს ქართულ მხარეს, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს და სომხეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.
„ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ურთიერთობა არ გამომდინარეობს მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვიდან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რაც ვთქვი კომისიის სხდომაზე - ჩვენს პარტნიორობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის. ეს არის ჩვენი ურთიერთობების მთავარი ფუნდამენტი. ეს არის ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კავშირი და მეგობრობა. სწორედ ამას ეფუძნება ურთიერთპატივისცემა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს მთავრობებს შორისაც“, - განაცხადა პრემიერმა.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არის იმედი, 2025 წელი ახალი ერთობლივი ამბიციური პროექტების წელი გახდება.
„ჩვენი თბილი ურთიერთობების ხასიათი მოითხოვს, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებული დონით და ერთობლივად გამოვავლინოთ ახალი ჰორიზონტები. აი ამ სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. ჩვენ სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთაშორის კონტაქტები“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერი ასევე შეეხო საკითხებს, რომელთა განვითარების პერსპექტივა უახლოეს მომავალში არსებობს. ეს არის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის გამარტივება, იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობების დახვეწა, რათა ქვეყნებს შორის ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განხორციელება უფრო გამარტივდეს.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას მხარი დაუჭირა.
„სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს სურს არამხოლოდ საქართველოსთან კავშირების განვითარება, არამედ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.