https://sputnik-georgia.com/20250131/saqartvelom-2024-wels-rusuli-xorblis-importi-gazarda-291960180.html
საქართველომ 2024 წელს რუსული ხორბლის იმპორტი გაზარდა
საქართველომ 2024 წელს რუსული ხორბლის იმპორტი გაზარდა
Sputnik საქართველო
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია, რადგან გააჩნია უპირატესობა ხარისხის, ფასისა და ტრანსპორტირების ვადების კუთხით. 31.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-31T19:56+0400
2025-01-31T19:56+0400
2025-01-31T19:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_0:127:3187:1920_1920x0_80_0_0_baf9a697249ac0abbadb081fc3ba2d20.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 2023 წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.რუსეთი რჩება საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდ მომწოდებელად. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში რუსეთიდან 324,7 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 34,6%-ით მეტია. მაჩვენებლებმა მიაღწიეს სამწლიან მაქსიმუმს, 2021 წელს იმპორტმა 87,4 მლნ დოლარს მიაღწია.წლებია რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია, რადგან გააჩნია უპირატესობა ხარისხის, ფასისა და ტრანსპორტირების ვადების კუთხით. მეზობელი ქვეყნის წილია მთლიან იმპორტში 99,3%.გარდა ამისა, გასულ წელს საქართველო ყიდულობდა ხორბალს მცირე რაოდენობით ყაზახეთში, ბელარუსში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_229:0:2958:2047_1920x0_80_0_0_738403b3179aed1f800961bb8840228f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი
საქართველომ 2024 წელს რუსული ხორბლის იმპორტი გაზარდა
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია, რადგან გააჩნია უპირატესობა ხარისხის, ფასისა და ტრანსპორტირების ვადების კუთხით.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 2023 წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
რუსეთი რჩება საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდ მომწოდებელად. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში რუსეთიდან 324,7 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 34,6%-ით მეტია. მაჩვენებლებმა მიაღწიეს სამწლიან მაქსიმუმს, 2021 წელს იმპორტმა 87,4 მლნ დოლარს მიაღწია.
წლებია რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია, რადგან გააჩნია უპირატესობა ხარისხის, ფასისა და ტრანსპორტირების ვადების კუთხით. მეზობელი ქვეყნის წილია მთლიან იმპორტში 99,3%.
გარდა ამისა, გასულ წელს საქართველო ყიდულობდა ხორბალს მცირე რაოდენობით ყაზახეთში, ბელარუსში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელის წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.