https://sputnik-georgia.com/20250130/raze-daixarjeba-saamiroebis-eqvsi-miliardi-dolari-premieris-ganmarteba-291950635.html
რაზე დაიხარჯება საამიროების ექვსი მილიარდი დოლარი - პრემიერ-მინისტრის განმარტება
რაზე დაიხარჯება საამიროების ექვსი მილიარდი დოლარი - პრემიერ-მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
პროექტი მოიცავს სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, ასევე სპორტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, სამედიცინო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობას... 30.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-30T22:16+0400
2025-01-30T22:16+0400
2025-01-30T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/02/285397758_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ecb12267690640611380805f00eca9b4.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დეველოპერ Emaar-ის 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება მიმართული თბილისსა და აჭარაში მრავალფუნქციური სივრცეების განვითარების პროექტის განხორციელებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.25-26 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, არაბულ უმსხვილეს დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია იქნება.ინვესტიცია პროექტის დასრულებამდე, დაახლოებით ხუთ წელიწადზე განაწილდება.პრემიერის თქმით, პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ახლო მომავალში, როდესაც საქართველოში Emaar Group-ის დამფუძნებელი ჩამოვა.კობახიძის თქმით, პროექტი შესაბამის ვადებში დასრულდება.გარდა ამისა, პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ინვესტიციები საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.ეს ასევე გახდება გზავნილი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის.„ყველამ იცის, რას ნიშნავს Emaar ჯგუფის შესვლა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანაში მოტივაცია, რომ შემოვიდნენ საქართველოში. გარდა იმისა, რომ შეიქმნება მნიშვნელოვანი სივრცე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკაში შემოვა თანხები, ეს ნიშნავს კონკრეტული მრავალი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/02/285397758_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_1e5a6712360e114fd8c5ab0b0bc8ff4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებული საამიროები
რაზე დაიხარჯება საამიროების ექვსი მილიარდი დოლარი - პრემიერ-მინისტრის განმარტება
პროექტი მოიცავს სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, ასევე სპორტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, სამედიცინო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დეველოპერ Emaar-ის 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება მიმართული თბილისსა და აჭარაში მრავალფუნქციური სივრცეების განვითარების პროექტის განხორციელებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
25-26 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, არაბულ უმსხვილეს დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია იქნება.
„აქ მოიაზრება არა მარტო საცხოვრებელი სივრცეები, არამედ, საუბარია სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მულტიფუნქციური იქნება თავისი არსით ეს სივრცეები. აქ იქნება სასტუმროები, მოლები, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ა. შ. საუბარია კომპლექსურად, კონკრეტული სივრცეების განვითარებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ინვესტიცია პროექტის დასრულებამდე, დაახლოებით ხუთ წელიწადზე განაწილდება.
პრემიერის თქმით, პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ახლო მომავალში, როდესაც საქართველოში Emaar Group-ის დამფუძნებელი ჩამოვა.
კობახიძის თქმით, პროექტი შესაბამის ვადებში დასრულდება.
„არ არსებობს არც ერთი პროექტი, რომელსაც Emaar ჯგუფმა მოკიდა ხელი და არ მიიყვანა ბოლომდე, სათანადო და ძალიან სწრაფ ვადებში“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ინვესტიციები საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ეს ასევე გახდება გზავნილი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის.
„ყველამ იცის, რას ნიშნავს Emaar ჯგუფის შესვლა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანაში მოტივაცია, რომ შემოვიდნენ საქართველოში. გარდა იმისა, რომ შეიქმნება მნიშვნელოვანი სივრცე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკაში შემოვა თანხები, ეს ნიშნავს კონკრეტული მრავალი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.