https://sputnik-georgia.com/20250130/licerpuli-mamardasvilis-bornmutsi-gadayvanas-ganixilavs-inglisuri-media-291936563.html
„ლივერპული“ მამარდაშვილის „ბორნმუთში“ გადასვლას განიხილავს - ინგლისური მედია
„ლივერპული“ მამარდაშვილის „ბორნმუთში“ გადასვლას განიხილავს - ინგლისური მედია
Sputnik საქართველო
ძნელია მამარდაშვილის ბოლო თამაშის და მისი შეცდომების იგნორირება, წერს გამოცემა 30.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-30T11:32+0400
2025-01-30T11:32+0400
2025-01-30T11:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999624_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f6d8f01c3c89d9e52b9b67ca1a2a0b24.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ესპანური „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ზაფხულში „ლივერპულში“ უნდა გადავიდეს, მიმდინარე სეზონში ბევრ შეცდომას უშვებს, ამიტომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მეკარის „ბორნმუთში“ გადაყვანას განიხილავს, იტყობინება Urbanandsport.ლა ლიგას 21-ე ტურის მატჩში „ვალენსია“ „ბარსელონასთან“ მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა (1:7) და დივიზიონიდან გავარდნასთან ერთ ნაბიჯშია. WhoScored-ის სტატისტიკური მონაცემებით, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონზე წინასთან შედარებით გაცილებით მეტ შეცდომას უშვებს.„ლივერპული“ „ბორნმუთში“ მისი გაშვების ვარიანტს განიხილავდა. ანდონი ირაოლას გუნდი დაფრინავს და არაა გამორიცხული, იქ მამარდაშვილსაც წარმატებით ეთამაშა“, - წერს გამოცემა.ავტორის თქმით, მამარდაშვილის ბოლო თამაშზე და მის შეცდომებზე თვალის დახუჭვა ძნელია.რაც შეეხება ნაკლებად ცნობილ „ბორნმუთს“, კლუბი 23 თამაშის შემდეგ პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში ორი წლის წინ მოხვდა.ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოს ბოლოს, 24 წლის მამარდაშვილი ოფიციალურად გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის - „ლივერპულის“ ფეხბურთელი. ამრიგად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გაფორმდა - 35 მილიონი ევრო.ამ სეზონში მამარდაშვილი იჯარის უფლებით თავის ძველ კლუბში (ესპანური „ვალენსია“) რჩება და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.ამასობაში მამარდაშვილის ღირებულება, ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული საიტის, გერმანული Transfermarkt-ის ცნობით, 45-დან 40 მილიონ ევრომდე შემცირდა.დეკემბრის ბოლოს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „ვალენსიის“ 24 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში დაასახელა.გასული წელი განსაკუთრებული იყო საქართველოს ნაკრების მეკარისთვის. მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან პენალტების სერიაში მოეგო და ევრო 2024-ზე ეთამაშა.კონტინენტურ პირველობაზე მამარდაშვილმა ყველაზე მეტი სეივი (29) დააფიქსირა და რამდენიმე გამოცემის ვერსიით, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999624_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a6f8755b8ec3acf15a7f5684cd4bb2d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
„ლივერპული“ მამარდაშვილის „ბორნმუთში“ გადასვლას განიხილავს - ინგლისური მედია
ძნელია მამარდაშვილის ბოლო თამაშის და მისი შეცდომების იგნორირება, წერს გამოცემა
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ესპანური „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ზაფხულში „ლივერპულში“ უნდა გადავიდეს, მიმდინარე სეზონში ბევრ შეცდომას უშვებს, ამიტომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მეკარის „ბორნმუთში“ გადაყვანას განიხილავს, იტყობინება Urbanandsport.
ლა ლიგას 21-ე ტურის მატჩში „ვალენსია“ „ბარსელონასთან“ მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა (1:7) და დივიზიონიდან გავარდნასთან ერთ ნაბიჯშია. WhoScored-ის სტატისტიკური მონაცემებით, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონზე წინასთან შედარებით გაცილებით მეტ შეცდომას უშვებს.
„ლივერპული“ „ბორნმუთში“ მისი გაშვების ვარიანტს განიხილავდა. ანდონი ირაოლას გუნდი დაფრინავს და არაა გამორიცხული, იქ მამარდაშვილსაც წარმატებით ეთამაშა“, - წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, მამარდაშვილის ბოლო თამაშზე და მის შეცდომებზე თვალის დახუჭვა ძნელია.
„მაგრამ იმის გამო, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს, „ენფილდის“ მენეჯმენტი ძალიან შეშფოთებულიც არ იქნება. სლოტი კი (ანრე სლოტი - „ლივერპულის“ მწვრთნელი - რედ.) კვლავ მომავალი პირველი ნომრის დასახვედრად ემზადება“, - წერს ავტორი.
რაც შეეხება ნაკლებად ცნობილ „ბორნმუთს“, კლუბი 23 თამაშის შემდეგ პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში ორი წლის წინ მოხვდა.
ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოს ბოლოს, 24 წლის მამარდაშვილი ოფიციალურად გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის - „ლივერპულის“ ფეხბურთელი. ამრიგად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გაფორმდა - 35 მილიონი ევრო.
ამ სეზონში მამარდაშვილი იჯარის უფლებით თავის ძველ კლუბში (ესპანური „ვალენსია“) რჩება და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.
ამასობაში მამარდაშვილის ღირებულება, ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული საიტის, გერმანული Transfermarkt-ის ცნობით, 45-დან 40 მილიონ ევრომდე შემცირდა.
დეკემბრის ბოლოს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „ვალენსიის“ 24 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში დაასახელა.
გასული წელი განსაკუთრებული იყო საქართველოს ნაკრების მეკარისთვის. მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან პენალტების სერიაში მოეგო და ევრო 2024-ზე ეთამაშა.
კონტინენტურ პირველობაზე მამარდაშვილმა ყველაზე მეტი სეივი (29) დააფიქსირა და რამდენიმე გამოცემის ვერსიით, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.