https://sputnik-georgia.com/20250130/kobaxidze-saqartvelo-ashsh-urtiertobebis-gaumjobesebistvis-mzadaa-291935515.html
კობახიძე: საქართველო აშშ-სთან ურთიეთობების გაუმჯობესებისთვის მზად არის
კობახიძე: საქართველო აშშ-სთან ურთიეთობების გაუმჯობესებისთვის მზად არის
Sputnik საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება აშშ-ში Deep state-ის დამარცხებაზე. 30.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-30T00:25+0400
2025-01-30T00:25+0400
2025-01-30T00:45+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291028053_0:164:3057:1884_1920x0_80_0_0_f48337cebe4d468e76f3847fd04fc741.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება „გლობალური ომის პარტიაზე“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები თავიდან ბოლომდე შეიძლება მას შემდეგ გადაიტვირთოს, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაყინულია, სტრატეგიული პარტნიორობა კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეჩერებულია.მართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.საქართველო და დასავლეთიდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291028053_164:0:2895:2048_1920x0_80_0_0_b2a81244a98d3b75d5be648d15d138f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კობახიძე: საქართველო აშშ-სთან ურთიეთობების გაუმჯობესებისთვის მზად არის
00:25 30.01.2025 (განახლებულია: 00:45 30.01.2025) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება აშშ-ში Deep state-ის დამარცხებაზე.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება „გლობალური ომის პარტიაზე“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები თავიდან ბოლომდე შეიძლება მას შემდეგ გადაიტვირთოს, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაყინულია, სტრატეგიული პარტნიორობა კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეჩერებულია.
„ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობებისთვის ვართ განწყობილი. რაც შეეხება შიდა სამზარეულოს, აქტიურად ვმუშაობთ აქტიური კომუნიკაციის დამყარებაზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტრამპის Deep State-ზე გამარჯვებაზე. როგორც კი აშშ-ში Deep State დამარცხდება, მაშინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები სრულად აღდგება“, - განაცხადა კობახიძემ.
მართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.