https://sputnik-georgia.com/20250130/figuruli-ciguraoba-anastasia-gubanovam-evropis-cempionatze-oqros-medali-moipova-291941365.html
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
გუბანოვა 31 იანვარს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს. 30.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-30T14:39+0400
2025-01-30T14:39+0400
2025-01-30T14:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264538439_0:0:2983:1679_1920x0_80_0_0_9f36a4d6f9aa481bef39255257e3c72c.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ტალინში, ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზე გავიდა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ესტონეთის დედაქალაქში 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით იმართება. მცირე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები სპორტსმენებს მოკლე პროგრამაში მათი გამოსვლების შედეგების მიხედვით გადაეცემათ. ტურნირის მთავარი მედლები ფიგურულ მოციგურავეებს თავისუფალი პროგრამის შედეგების მიხედვით გადაეცემათ.მოკლე პროგრამისთვის გუბანოვამ 68,99 ქულა მიიღო. სპორტსმენი თავისუფალ პროგრამას 31 იანვარს იასპარეზებს.რაც შეეხება ქართველ წყვილს - ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას, მოკლე პროგრამის შემდეგ მოციგურავეებმა 57,03 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავეს. წყვილი თავისუფალ პროგრამას 30 იანვარს შეასრულებს.იმავე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში მოციგურავე ნიკა ეგაძე ჩაერთვება, 31 იანვარს კი ასპარეზობას დიანა დევისი და გლებ სმოლკინი დაიწყებენ.2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის პირველი სპორტსმენია ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. 2024 წელს გუბანოვამ კონტინენტურ პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264538439_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0f262515f02e1801743e81086f0d8ef7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
გუბანოვა 31 იანვარს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ტალინში, ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზე გავიდა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ესტონეთის დედაქალაქში 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით იმართება. მცირე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები სპორტსმენებს მოკლე პროგრამაში მათი გამოსვლების შედეგების მიხედვით გადაეცემათ. ტურნირის მთავარი მედლები ფიგურულ მოციგურავეებს თავისუფალი პროგრამის შედეგების მიხედვით გადაეცემათ.
მოკლე პროგრამისთვის გუბანოვამ 68,99 ქულა მიიღო. სპორტსმენი თავისუფალ პროგრამას 31 იანვარს იასპარეზებს.
რაც შეეხება ქართველ წყვილს - ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას, მოკლე პროგრამის შემდეგ მოციგურავეებმა 57,03 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავეს. წყვილი თავისუფალ პროგრამას 30 იანვარს შეასრულებს.
იმავე დღეს მედლებისთვის ბრძოლაში მოციგურავე ნიკა ეგაძე ჩაერთვება, 31 იანვარს კი ასპარეზობას დიანა დევისი და გლებ სმოლკინი დაიწყებენ.
2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის პირველი სპორტსმენია ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. 2024 წელს გუბანოვამ კონტინენტურ პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.