მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სერდიუკოვი: აღმოსავლეთ ევროპაში უპრეცედენტო დაძაბულობაა

© photo: Sputnik / Ertay Sarbasov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2025
გამოწერა
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობა უმაღლეს წერტილზეა, განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გაერთიანებული შტაბის უფროსმა ანდრეი სერდიუკოვმა.
„აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დაძაბულობის ზრდა უპრეცედენტო ხასიათისაა. კოლექტიური და ეროვნული ჯარების ყოფნა უშუალოდ ბელარუსისა და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, კვლავ ნარჩუნდება. იზრდება მათი სამხედრო აქტიურობა, ერთობლივი წვრთნების ინტენსივობა და მასშტაბები“, — აღნიშნა მან ბრიფინგზე.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის ტერიტორიის ოპერატიული აღჭურვილობა აქტიურად იხვეწება, რათა შემცირდეს ნატოს ჯარების გადაჯგუფების დრო ორგანიზაციის საზღვრებთან.
ყველა ახალი ამბავი
0