ვერეში მაზუთს ღვრიდნენ: თბილისის მერია საქმეს სწავლობს - ვიდეო

გამოწერა
თბილისში ეკო-სკანდალი ატყდა: თვითმხილველების წყალობით გაირკვა, რომ უცნობი პირები ქალაქის ცენტრში, დედაქალაქის ერთ-ერთ წყალსაცავში მავნე ნივთიერებებს უკანონოდ ღვრიდნენ. დეტალები იხილეთ „Sputnik“-ის ფოტოლენტაში
თვითმხილველებმა გადაიღეს ვიდეო, უცნობი პირები თუ როგორ ღვრიან მდინარეში მაზუთს. მდინარე ვერე თბილისის ცენტრში მიედინება და მტკვარს ერთვის.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმისწარმოება დაიწყო. მერიაში განაცხადეს, რომ მძღოლის ვინაობა დადგენილია, შემთხვევის ადგილზე ნიადაგისა და წყლის სინჯები აღებულია.
ზომებს მიიღებენ, მაგრამ როგორ უნდა მოხდა მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება მომავალში? ეს არ არის პირველი შემთხვევა, რასაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
2024 წელს სამშენებლო ნარჩენების და მყარი მასალის უკანონო დაყრის შედეგად სოფელ წიწამურთან მთავარი წყალსაცავი დაზიანდა, რის გამოც თბილისსა და მცხეთაში GWP-ის 63 ათასი აბონენტი წყლის გარეშე დარჩა.
გართულდა სარემონტო სამუშაოები, რის გამოც დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ერთი კვირის მანძილზე წყალი არ მიეწოდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0