ვოლსკი: საქართველო, როგორც „შუა დერეფანი", იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2025
გამოწერა
ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს ხვალინდელ დღეს მსოფლიოსთვის, ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობების დარგში.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილება საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურიც არის, რადგან საქართველო, როგორც „შუა დერეფანი" იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.
25-26 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, არაბულ უმსხვილეს დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია იქნება.
„არაბთა გაერთიანებული ემირატები სწორედ მომავალზე ორიენტირებით დგამს ამ ნაბიჯს, სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯია, არა მხოლოდ ეკონომიკური. ჩვენ ბიუჯეტისთვის ამხელა ინვესტიცია საგანგებოდ მნიშვნელოვანია. საქართველო, როგორც შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს ხვალინდელ დღეს მსოფლიოსთვის, ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობების დარგში.
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0