სიგარეტის კონტრაბანდა: დაკავებულია ორი პირი

© Investigation Service of the Ministry of Financeუაქციზო სიგარეტი
უაქციზო სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2025
გამოწერა
სამართალდამცველებმა 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცხელებულ ინფორმაციაში
უწყების ცნობით, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 83,5 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 403.600 ლარს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0