https://sputnik-georgia.com/20250129/qartuli-ocneba-pace-mushaobas-wkvets-291934867.html
წულუკიანი: ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
წულუკიანი: ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
Sputnik საქართველო
წულუკიანის თქმით, საქართველოს შანტაჟის ფონზე ევროსაბჭოს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აზრი არ აქვს. 29.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-29T23:25+0400
2025-01-29T23:25+0400
2025-01-29T23:59+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270634352_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_49ea2ff07bea2d9a72f0538914d3ec9d.jpg
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. ქართულმა დელეგაციამ, რომელიც შედგება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისგან, მიღებული რეზოლუციის პირობების გამო მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაზე, განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას დათქმით მისი შეჩერების შესახებ, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ პირობა სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,1 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შანტაჟის ფონზე ევროსაბჭოს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მიუხდავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.PACE-ს რეზოლუციახმის უფლების შესანარჩუნებლად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს.ასევე საქართველომ უნდა გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა განაახლოს ევროინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და გადამწყვეტად დააჩქაროს საჭირო რეფორმები.გარდა ამისა, PACE-ში უფლებამოსილების შენარჩუნების პირობაა პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.საქართველომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ეს შემთხვევები და ბოლო მოუღოს დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების უფლებებს.ასევე, პირობების თანახმად, საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და კეთილსინდისიერად მიიღოს მონაწილეობა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში და განიხილოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა შენიშვნა, მათ შორის რეკომენდაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმების შესახებ.ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატის შესანარჩუნებლად საქართველომ 2025 წლის აპრილის სესიამდე ასევე უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლპატიმარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270634352_201:167:1400:1066_1920x0_80_0_0_972867497cd16ea1474bf083d8b40698.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ახალი ამბები
წულუკიანი: ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
23:25 29.01.2025 (განახლებულია: 23:59 29.01.2025) წულუკიანის თქმით, საქართველოს შანტაჟის ფონზე ევროსაბჭოს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. ქართულმა დელეგაციამ, რომელიც შედგება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისგან, მიღებული რეზოლუციის პირობების გამო მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაზე, განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას დათქმით მისი შეჩერების შესახებ, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
„საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. ბევრი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ პირობა სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,1 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს.
„ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა", - განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შანტაჟის ფონზე ევროსაბჭოს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
„მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს", - განაცხადა წულუკიანმა.
მიუხდავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.
ხმის უფლების შესანარჩუნებლად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს.
ასევე საქართველომ უნდა გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა განაახლოს ევროინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და გადამწყვეტად დააჩქაროს საჭირო რეფორმები.
გარდა ამისა, PACE-ში უფლებამოსილების შენარჩუნების პირობაა პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
საქართველომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ეს შემთხვევები და ბოლო მოუღოს დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების უფლებებს.
ასევე, პირობების თანახმად, საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და კეთილსინდისიერად მიიღოს მონაწილეობა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში და განიხილოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა შენიშვნა, მათ შორის რეკომენდაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმების შესახებ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატის შესანარჩუნებლად საქართველომ 2025 წლის აპრილის სესიამდე ასევე უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლპატიმარი.