https://sputnik-georgia.com/20250129/papuashvili-gamoizion-usaidis-saqmianoba-saqartveloshi-291927887.html
პაპუაშვილი: გამოიძიონ USAID-ის საქმიანობა საქართველოში
პაპუაშვილი: გამოიძიონ USAID-ის საქმიანობა საქართველოში
Sputnik საქართველო
სპიკერმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს აშშ-ის შესაბამის უწყებებთან 29.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-29T16:06+0400
2025-01-29T16:06+0400
2025-01-29T15:19+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
აშშ
usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/02/278232150_0:271:1438:1080_1920x0_80_0_0_edcd0d6895e7085b50c6daea645bb8df.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. უნდა გადაიხედოს არა მხოლოდ დაფინანსების საკითხი, არამედ გამოძიებულ იქნას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის როლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), რომელიც USAID-ის დონორი ორგანიზაციაა, იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა თავისი შეცდომა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი გადადგა.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაცია შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში და უშუალოდ მონაწილეობდნენ ყოველივე ამაში.პოლიტიკოსის აზრით, საერთო ჯამში, ესეც არის დაფინანსების საკითხის გადახედვის საფუძველი.20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებიდან რამდენიმე საათში, დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული საგარეო დახმარების გადახედვის მიზნით ხელი მოაწერა ბრძანებას „აშშ-ის საგარეო დახმარების გადახედვისა და რეორგანიზაციის შესახებ“.სპიკერმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და აღნიშნა, რომ USAID-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მოიტყუა, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები სწორი იყო.„შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის, უცხოელმა ხელმძღვანელმა, ზუსტად იცოდნენ, რომ ყალბი შედეგები იყო, რომელსაც ავრცელებდა „ისფედი“ და, უბრალოდ, გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, ხელს აფარებდნენ „ისფედის“ მაშინდელ თანამშრომლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.მაშინ არასარამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს.ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/02/278232150_158:0:1598:1080_1920x0_80_0_0_d9e11ffba2604e1fac8afacec2e6a207.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , აშშ , usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , აშშ , usaid - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
პაპუაშვილი: გამოიძიონ USAID-ის საქმიანობა საქართველოში
სპიკერმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს აშშ-ის შესაბამის უწყებებთან
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. უნდა გადაიხედოს არა მხოლოდ დაფინანსების საკითხი, არამედ გამოძიებულ იქნას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის როლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის მცდარ შედეგებზე. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), რომელიც USAID-ის დონორი ორგანიზაციაა, იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა თავისი შეცდომა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი გადადგა.
„ვისურვებდი, არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნეს USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც საზოგადოება კინაღამ არეულობამდე მიიყვანა", - განაცხად პაპუაშვილმა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაცია შედეგების გაყალბებით იყო დაკავებული და მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში და უშუალოდ მონაწილეობდნენ ყოველივე ამაში.
პოლიტიკოსის აზრით, საერთო ჯამში, ესეც არის დაფინანსების საკითხის გადახედვის საფუძველი.
„სასიამოვნოდ გამიკვირდა კიდეც, როცა ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო ის, რომ საერთაშორისო დახმარება, რიგ შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული, ასე ვთქვათ, არეულობის შეტანაში გამოიყენება, მათ შორის აზიანებს აშშ-ის ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა, ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეული ასეთი სახის ღონისძიებებთან თუ აქტივობებთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებიდან რამდენიმე საათში, დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული საგარეო დახმარების გადახედვის მიზნით ხელი მოაწერა ბრძანებას „აშშ-ის საგარეო დახმარების გადახედვისა და რეორგანიზაციის შესახებ“.
სპიკერმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და აღნიშნა, რომ USAID-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მოიტყუა, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები სწორი იყო.
„შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის, უცხოელმა ხელმძღვანელმა, ზუსტად იცოდნენ, რომ ყალბი შედეგები იყო, რომელსაც ავრცელებდა „ისფედი“ და, უბრალოდ, გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, ხელს აფარებდნენ „ისფედის“ მაშინდელ თანამშრომლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.
იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.
მაშინ არასარამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.