მიქაუტაძემ შეიძლება „ლიონი" დატოვოს - რას სთავაზობენ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირს

© video: Sputnik / Stringerგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2025
გამოწერა
მედიის ინფორმაციით, „ლიონი“, რომელიც ქართველ თავდამსხმელში 30 მილიონ ევროს ითხოვს, ფინანსურ კრიზისს განიცდის
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის" ქართველი ფორვარდი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, შესაძლოა, „რომაში“ გადავიდეს, ფრანგულ კლუბს ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება სურს, ინფორმციას Sky Sport-ის ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
მიქაუტაძე მშობლიური „ლიონის" ფეხბურთელი, რომლის შემადგენლობაშიც სიჭაბუკეში თამაშობდა, ოფიციალურად 2024 წლის ივლისში გახდა. მანამდე მიქაუტაძე მეორე ლიგის კლუბ „მეცში“ თამაშობდა. ფეხბურთელის შეძენა „ლიონს“ 18,5 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტი 2028 წლის 20 ივნისამდეა გათვლილი.
„რომამ“ ბოლო დღეებში მოთამაშის გარემოცვას მიმართა და დაინტერესდა, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი თუ რამდენად ხელმისაწვდომია. „ლიონმა“ მიქაუტაძის სატრანსფერო ფასად 30 მილიონი ევრო დააწესა“, – დაწერა დი მარციომ.
ქართველ ფეხბურთელს რომაულ კლუბს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში უკავშირებდნენ. თუმცა, მიქაუტაძემ არჩევანი „ლიონზე“ შეაჩერა და კონტრაქტიც გააფორმა.
როგორც დი მარციომ დაწერა, მიქაუტაძე „ლიონში" პირობებით უკმაყოფილოა.
„ქართველი თავდამსხმელი „ლიონში“ მთლად ბედნიერი არ არის და სატრანსფერო „ფანჯრის“ ვადის ამოწურვამდე, შესაძლოა, ფრანგული გუნდიდან გადასვლა მოისურვოს", -დაწერა ჟურნალისტმა.
როგორც ადრე ფრანგული მედია იტყობინებოდა, „ლიონი" მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის და თუ კლუბი ახალი სეზონის დაწყებამდე ვერ გადაიხდის ვალებს, მას საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება. დაქვეითების თავიდან ასაცილებლად „ლიონს" ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ ვადის ამოწურვამდე, შესაძლოა, მოუწიოს წამყვან ფერბურთელებთან, მათ შორის, მიქაუტაძესთან დამშვიდობება.
ყველა ახალი ამბავი
0