„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე": მერია მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2025
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდის 16 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრაგედია დატრიალდა არა ე.წ. დოქების ტერიტორიაზე, არამედ კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება", -ნათქვამია განცხადებაში.
უბედური შემთხვევა 25 იანვარს მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი, სავარაუდოდ, წყლით სავსე ჭაში ჩავარდა - ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0