https://sputnik-georgia.com/20250129/kobaxidze-somxetshi-gaemgzavreba-291931300.html
საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი კომისია: კობახიძე ერევანს ეწვევა
საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი კომისია: კობახიძე ერევანს ეწვევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხუთშაბათს, 30 იანვარს ვიზიტით სომხეთს ეწვევა, იუწყება საქართველოს მთავრობის... 29.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-29T18:49+0400
2025-01-29T18:49+0400
2025-01-29T19:52+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88f64b58d61173530072230847b0e55e.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხუთშაბათს, 30 იანვარს ვიზიტით სომხეთს ეწვევა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რომლის დასრულების შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.უწყების ცნობით, ერევანში 30 იანვარს ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო, რიგით მე-13 სხდომა 2024 წლის იანვარში თბილისში ჩატარდა.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_ae8913aea1f3697b247dee0448ddeddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხუთშაბათს, 30 იანვარს ვიზიტით სომხეთს ეწვევა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რომლის დასრულების შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
უწყების ცნობით, ერევანში 30 იანვარს ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო, რიგით მე-13 სხდომა 2024 წლის იანვარში თბილისში ჩატარდა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.