მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბი დროებით დაიკეტება

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2025
გამოწერა
შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 23:00 სთ-დან 31 იანვრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკის-თბილისი, ხოლო 31 იანვრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0