ვერტიკალური ვარდნის გამანადგურებელი F-35 - ახალი კატასტროფა ალასკაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2025
გამოწერა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-35A Lightning II-მა მართვა დაკარგა და ელვის სისწრაფით ჩამოვარდა ალასკაზე, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მეხუთე თაობის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული და არასანდო თვითმფრინავის რეპუტაცია. F-35 ფართოდ არის ცნობილი თავისი„კოსმოსური ფასისა“ და დაბალი ტექნიკური მზადყოფნის უნიკალური კომბინაციით.
ამერიკული ავიაბაზა ეილსონზე (ალასკის შტატი), რომელიც ჩრდილოეთ პოლარული წრის მახლობლად მდებარეობს, 28 იანვარს, შუადღის შემდეგ, F-35A ვერტიკალურად დაენარცხა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე და აფეთქდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და იგი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზებს ალასკაზე, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ისინი განკუთვნილია არქტიკასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში „ძალის პროექციისათვის“. ეილსონის ბაზაზე მუდმივად განლაგებულია 54 F-35A Lightning II. ეს„ელვები“ ხშირად ატარებენ წვრთნებს ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ ბაზაზე განთავსებულ 24 F-22 Raptor-თან ერთად.
ალასკა მსოფლიოში მეხუთე თაობის თვითმფრინავების ყველაზე მაღალი კონცენტრაციის ადგილად ითვლება. თუმცა, F-35-ის„არქტიკული ფრთის“ საბრძოლო ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაღალი განედები განსაკუთრებულად მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს, ამ სფეროში კი ლიდერობს რუსეთი – სტრატეგიული ბომბდამშენები Ту-160 უპირობოდ დომინირებენ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სივრცეში.
მანამდე, „მფრინავი კომპიუტერის“ F-35-ის პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომამ ავიაბაზა ჰილზე (იუტას შტატი) ჩამოვარდნა გამოიწვია. სხვადასხვა ვითარებაში „ელვები“ ასევე ჩამოვარდნილან ფორტ-უერთის(ტეხასის შტატი), ეგლინის (ფლორიდის შტატი), ჩარლსტონისა და ბოფორტის (სამხრეთ კაროლინის შტატი) მახლობლად, ასევე იაპონიისა და ხმელთაშუა ზღვებში.
ბალტიის ზღვაში ჯერჯერობით არ ჩამოვარდნილა, თუმცა იანვარში ოთხი ჰოლანდიური F-35A ნატოს მუდმივმოქმედი ოპერაცია Baltic Sentry-ის ფარგლებში პატრულირებას შეუდგა. ამიტომ საზღვაო კატასტროფების სერია, სავარაუდოდ, გაგრძელდება.
F-35-ის „ტექნოლოგიური კოშმარი“ მოიცავს 800-ზე მეტ კონსტრუქციულ ხარვეზს, „ნედლ“ პროგრამულ უზრუნველყოფას და სრულად არაპროგნოზირებად ქცევას ფრენის დროს. „ელვები“ განუყოფელია მაღალი ავარიულობისა და სხვა უსაფრთხოების პრობლემებისგან.
მაშინაც კი, როცა საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, F-35-ს შეუძლია ზებგერითი სიჩქარით თვითგანადგურდეს, საკუთარ თავს დაარტყას ქვემეხიდან, მწყობრიდან გამოვიდეს ბუნებრივი ელვის მოხვედრისგან და დაენარცხოს დაჯდომისას – რაც მისი მთავარი „განსაკუთრებული თვისებაა“.
F-35-ის „ჭკვიანი კაბინა“ გაჯერებულია ეკრანებითა და სხვა „უპირატესად უსარგებლო“ მოწინავე ფუნქციებით, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს მფრინავისთვის უწყვეტი ჟანგბადის მიწოდებას.
ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საიმედო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე, F-35-ის პროექტი წარმოადგენს „ტრილიონ დოლარად ღირებულ გაზონის დეკორაციას“. მართლაც, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 600 „ელვიდან“ მხოლოდ მესამედი არის სრულად მზად საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. დანარჩენი გამანადგურებლები უმოქმედოდ დგანან და ელოდებიან სათადარიგო ნაწილებს, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას და სხვა გაძვირებულ სერვისს.
ამერიკელები იმედოვნებენ, რომ 2030 წლამდე F-35-ის უმეტეს ტექნიკურ და პროგრამულ ხარვეზებს აღმოფხვრიან, თუმცა Lockheed Martin-ის მოწინავე TR-3 კონფიგურაცია უკვე ორი წლით აგვიანებს. დღეისათვის ყველაზე თანამედროვე ვერსია – F-35 Block 4 საბრძოლო მახასიათებლებით აშკარად ჩამორჩება მეხუთე თაობის რუსულ და ჩინურ „უხილავებს“ – Су-57-სა და J-20-ს.
განახლებული F-35 ახლა არა ოთხ, არამედ ექვს მართვად რაკეტას AIM-120-ს ატარებს. ჩინურ J-20-ს – რვა ანალოგიური რაკეტა აქვს, ხოლო რუსულ Су-57-ს – ათი.
გარდა ამისა, Су-57 არის მსოფლიოში ერთადერთი მეხუთე თაობის გამანადგურებელი, რომელსაც რეალური საბრძოლო გამოცდილება აქვს. მის არსენალში შედის უახლესი დიდი სიშორის მოქმედი რაკეტები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სტრატეგიულ ბომბდამშენებს Ту-160-სა და Ту-95МС-ს ეჭირათ. Су-57-ის სიჩქარე, უხილავობა და ჰიპერბგერითი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის Р-37М რაკეტების გამოყენების შესაძლებლობა (რომლებიც 400 კმ-მდე მანძილზე მოქმედებს) მას სრულიად მიუწვდომელს ხდის მეხუთე თაობის სხვა გამანადგურებლებისთვის.
კომპანია Lockheed Martin-ის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გვპირდებოდნენ, რომ F-35 მეექვსე თაობის გამანადგურებლად გადაიქცეოდა, მაგრამ სასწაული არ მოხდა. დღემდე F-35 Lightning II ვერ მიაღწია მეხუთე თაობის ტექნოლოგიურ პარამეტრებსაც კი. გაუთავებელი მოდერნიზაციები ვერ ცვლიან ამერიკული „ელვის“ შელახულ რეპუტაციას.
F-35 1 მახის სიჩქარის მიღწევისას კარგავს „უხილავობის“ ეფექტს რადარებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფარული და მოულოდნელი დარტყმის შესაძლებლობები ქრება. სწორედ ამიტომ, მისი სამარშო სიჩქარე 850 კმ/სთ-ია. საბრძოლო რადიუსი – 1000 კმ, ჭერი – 18 000 მ, საბრძოლო ტვირთი – 9 ტონა. „ელვს“ სჭირდება ახალი, უფრო ძლიერი ძრავა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. უფრო მეტიც, ძველი ძრავითაც კი, ზებგერითი სიჩქარის დროს, თვითმფრინავის ფიუზელაჟი იბზარება, „სტელს“-საფარი ცვივა ან კუდის სტაბილიზატორი წყდება.
სხვადასხვა ავარიული შემთხვევები და კატასტროფები F-35-ს თან სდევს, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში.
თვითმფრინავის საიმედოობა და ეფექტურობა მთავარი არ არის. ამერიკელებს სჭირდებათ მრავალი მოკავშირე-კამიკაძე ერთჯერადი გამოყენებისთვის. F-35-ის კონცეფცია მარტივია – მიაყენოს დარტყმა მოწინააღმდეგეს მანამ, სანამ ის „უხილავს“ აღმოაჩენს. შემდგომი გადარჩენა ან ბაზაზე დაბრუნება ვაშინგტონს ნაკლებად აღელვებს.
ევროპასა და აზიაში განთავსებული ყველა F-35 გაერთიანებულია ერთიან გლობალურ ქსელში, რომელიც პენტაგონის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ეს გამანადგურებლები შეიძლება, აღიჭურვოს ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებით და მიიღოს ღრმა შეტევითი შესაძლებლობები რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამიზნეების წინააღმდეგ.
უკრაინის საბრძოლო ზონაში ჩვენ ვხედავთ მსგავსი დარტყმების მეთოდურ დამუშავებას ჯერ მხოლოდ უპილოტო რეჟიმში.
აშკარაა, რომ აშშ-ის მოკავშირეებზე ძალით თავსმოხვეული F-35-ის ტექნოლოგიური ნაკლოვანებები და ავიაკატასტროფები არ არის ამ თვითმფრინავის მთავარი საფრთხე. რეალური რისკი ის გლობალური სტრატეგიაა, რომლის ნაწილიც F-35 გახდა – გამანადგურებელი, რომლისთვისაც მთავარი ამოცანაა, პირველი დარტყმის მიყენება, თუნდაც საკუთარი განადგურების ფასად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0