https://sputnik-georgia.com/20250129/evrovizia-2025-saqartvelos-warmomadgeneli-meore-naxevarpinalshi-imgerbs-291923058.html
„ევროვიზია 2025" - საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში იმღერებს
„ევროვიზია 2025" - საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში იმღერებს
Sputnik საქართველო
კონკურსის წესების თანახმად, თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა. 29.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-29T10:29+0400
2025-01-29T10:29+0400
2025-01-29T10:29+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251806155_0:188:2973:1860_1920x0_80_0_0_50475ae29001095197639468151a4011.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2025"-ზე საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში 15 მაისს იმღერებს, იუწყებიან ორგანიზატორები.„ევროვიზიის" სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Jakobshalle-ში გაიმართება.გასულ წელს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ნემო მეტლერმა (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნუცა ბუზალაძეს, იგი 21-ე ადგილზე გავიდა.რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: შვედეთი, უკრაინა, სლოვენია, ისლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სან მარინო, ბელგია, კვიპროსი, ხორვატია და ნორვეგია.თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.2023 წელს ნინი ამერიკული ვოკალური სატელევიზიო შოუ The Voice-ის ნახევარფინალისტი გახდა.„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251806155_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_4f2be4fe5f4de8c99e503af864bd2002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ევროვიზია 2025" - საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში იმღერებს
კონკურსის წესების თანახმად, თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2025"-ზე საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში 15 მაისს იმღერებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
„ევროვიზიის" სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Jakobshalle-ში გაიმართება.
გასულ წელს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ნემო მეტლერმა (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნუცა ბუზალაძეს, იგი 21-ე ადგილზე გავიდა.
საქართველოსთან ერთად მეორე ნახევარფინალში გამოვლენ: ავსტრია, ლიეტუვა, სომხეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრალია, ლატვია, ჩეხეთი, ისრაელი, მალტა, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი და სერბეთი.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: შვედეთი, უკრაინა, სლოვენია, ისლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სან მარინო, ბელგია, კვიპროსი, ხორვატია და ნორვეგია.
თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.
ჯერჯერობით, უცნობია თუ ვინ წარადგენს საქართველოს სიმღერის კონკურსზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ (ცნობილი სასცენო სახელით Iris).
2023 წელს ნინი ამერიკული ვოკალური სატელევიზიო შოუ The Voice-ის ნახევარფინალისტი გახდა.
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.