თხილის საექსპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა

© photo: Sputnikთხილის საწარმო
თხილის საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
ექსპორტირებული თხილის მოცულობა გაიზარდა 17%-ით, მისი ღირებულება კი 37%-ით.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება ექვს თვეში 17%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 6,01 დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
უწყების ცნობით, 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 73,3 მლნ დოლარის ღირებულების 12,2 ათასი თხილი გავიდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა გაიზარდა 17%-ით, მისი ღირებულება კი 37%-ით.
ამ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე - იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში.
გარდა ამისა, პროდუქცია გააქვთ სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0