https://sputnik-georgia.com/20250128/tav-jorjiam-ashsh-gamopenashi-miigo-monawileoba-291910084.html
„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის სფეროს 550-ზე მეტი პროვაიდერი იყო წარმოდგენილი. 28.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-28T13:00+0400
2025-01-28T13:00+0400
2025-01-28T13:00+0400
საქართველო
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259358807_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_17313c41ad88843ab2d8704b8f0d4ea7.jpg
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში New York Travel and Adventure Show თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ (TAV Georgia) მიიღო მონაწილეობა.ორდღიან გამოფენაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრები შედგა ღონისძიებაზე წარმოდგენილ ავიაკომპანიებთან და აშშ-ის, იაპონიის, ხორვატიისა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებთან.გამოფენის ფარგლებში TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ისეთი ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა Air Canada, Japan Airlines, Norse Atlantic Airlines, Air India, Neos Air, French Bee Airlines, Air China და სხვ.საერთაშორისო გამოფენამ ათასობით სტუმარს გააცნო მთავარი ტენდენციები ტურიზმის სფეროში, ამასთან, კომუნიკაციის პლატფორმა შეუქმნა ტუროპერატორებს, ავიაკომპანიებს, მოგზაურებსა და ავიაციის სფეროში მომუშავე ბიზნესებს. წელს New York Travel and Adventure Show-ზე 550-ზე მეტი პროვაიდერი იყო წარმოდგენილი. გამოფენა საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელმა გააშუქა.TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის მთლიანად „ტავ ჯორჯიამ“ დააპროექტა და ააშენა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259358807_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_2a176eb40b5e226b6323328d41e78267.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის სფეროს 550-ზე მეტი პროვაიდერი იყო წარმოდგენილი.
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში New York Travel and Adventure Show თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ (TAV Georgia) მიიღო მონაწილეობა.
ორდღიან გამოფენაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრები შედგა ღონისძიებაზე წარმოდგენილ ავიაკომპანიებთან და აშშ-ის, იაპონიის, ხორვატიისა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებთან.
გამოფენის ფარგლებში TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ისეთი ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა Air Canada, Japan Airlines, Norse Atlantic Airlines, Air India, Neos Air, French Bee Airlines, Air China და სხვ.
„მოხდა ინფორმაციის გაზიარება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების, მათი სერვისებისა და პოტენციალის შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო გამოფენამ ათასობით სტუმარს გააცნო მთავარი ტენდენციები ტურიზმის სფეროში, ამასთან, კომუნიკაციის პლატფორმა შეუქმნა ტუროპერატორებს, ავიაკომპანიებს, მოგზაურებსა და ავიაციის სფეროში მომუშავე ბიზნესებს.
წელს New York Travel and Adventure Show-ზე 550-ზე მეტი პროვაიდერი იყო წარმოდგენილი. გამოფენა საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელმა გააშუქა.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის მთლიანად „ტავ ჯორჯიამ“ დააპროექტა და ააშენა.