https://sputnik-georgia.com/20250128/saburtaloze-transportis-mozraoba-sheizgudeba-291914133.html
გვირაბის მშენებლობის გამო ალექსიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გვირაბის მშენებლობის გამო ალექსიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას. 28.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-28T18:57+0400
2025-01-28T18:57+0400
2025-01-28T20:40+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284691969_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_b886f89f156feebf0f95fda511f2222b.jpg
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საბურთალოს რაიონში, ლევან ალექსიძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რომელიც უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას.თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.დედაქალაქის ხელისუფლებამ უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა 2024 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო. გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას უერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284691969_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_6170e510b059f66f876a156be9e0f5a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
გვირაბის მშენებლობის გამო ალექსიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
18:57 28.01.2025 (განახლებულია: 20:40 28.01.2025) შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას.
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საბურთალოს რაიონში, ლევან ალექსიძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რომელიც უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
კერძოდ, 29 იანვრის 23:00 საათიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში ავტომობილების გადაადგილება ალექსიძის ქუჩის N5 და N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად შეიზღუდება, რის გამოც უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას ლევან ალექსიძის ქუჩის გამოყენებით ვეღარ შეძლებენ.
შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას.
თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
დედაქალაქის ხელისუფლებამ უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა 2024 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო. გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას უერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია.