პატრუშევი: ბრიტანეთი უკრაინაში ახალი კოლონიის შექმნას ცდილობს

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2025
გამოწერა
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ლონდონი ცდილობს შექმნას თავისი ახალი კოლონია უკრაინის ტერიტორიაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში.

„კიევსა და ლონდონს შორის ცოტა ხნის წინ „ასწლიან პარტნიორობაზე“ შეთანხმების დადებით, ინგლისი არსებითად ცდილობს თავისი ახალი კოლონიის შექმნას არშემდგარი უკრაინის ტერიტორიაზე“, — თქვა მან.

პატრუშევის განმარტებით, ინგლისი საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა „ცინიკურ დაპყრობებს მეკობრეების დახმარებით“,რათა გაეფართოებინა თავისი გავლენა მსოფლიოში. რუსი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ „ანგლოსაქსების მეკობრული და კოლონიური პოლიტიკა დღემდე გრძელდება“.
უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის „ასწლიანი პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმება მიმდინარე თვეში გაფორმდა, როდესაც ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი კიევს ეწვია. დოკუმენტში, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, მოიცავს პუნქტებს უკრაინაში სამხედრო ბაზების განთავსების ვარიანტების შესწავლისა და შორი დისტანციური დარტყმების იარაღის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0