https://sputnik-georgia.com/20250128/orbani-briusels-mouwodebs-shewyvitos-saqartveloze-tavdasxmebi-291911187.html
ორბანი ბრიუსელს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოზე თავდასხმები
ორბანი ბრიუსელს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოზე თავდასხმები
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბრიუსელში ბიუროკრატებმა უნდა შეწყვიტონ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმები, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა... 28.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-28T14:00+0400
2025-01-28T14:00+0400
2025-01-28T14:00+0400
საქართველო
უნგრეთი
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0b/272925905_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0beb81ed6b33cee93f0cc1ac9987284f.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბრიუსელში ბიუროკრატებმა უნდა შეწყვიტონ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმები, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მხარდაჭერა გამოუცხადა უნგრეთში ოფიციალური ვიზაიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.პაპუაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, 26 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ ბუდაპეშტში შეხვედრები გამართა უნგრელ კოლეგა ლასლო კოვერთან და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.ჯორჯ სოროსი არის ცნობილი ტრეიდერი, ფინანსისტი, ინვესტორი და ქველმოქმედი, „სოროსის ფონდის“ სახელით ცნობილი ორგანიზაციების ქსელის შემქმნელი. სოროსის საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებენ სხვადასხვა ქვეყანასა და საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.როგორც ადრე ორბანმა განაცხადა, სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა, ბრიუსელი კვლავ მის ხელშია. უნგრეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ 2025 წელი იქნება გადამწყვეტი წელი სოროსის ქსელის გავლენის აღმოსაფხვრელად ევროპაში. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა, არის ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის დადასტურება.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმებზე.ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა და კოვერმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. შეთანხმების თანახმად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეა გაუზიარებს საქართველოს პარლამენტს საკუთარ გამოცდილებას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ყოველმხრივ დაეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევაში.უნგრეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი მე-11 მოწვევის პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობს არც საქართველოს ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ისინი ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.საქართველო და დასავლეთიდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
საქართველო
უნგრეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0b/272925905_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d580779700fee8e8ffcfb511fb1a694a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბრიუსელში ბიუროკრატებმა უნდა შეწყვიტონ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმები, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მხარდაჭერა გამოუცხადა უნგრეთში ოფიციალური ვიზაიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
პაპუაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, 26 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ ბუდაპეშტში შეხვედრები გამართა უნგრელ კოლეგა ლასლო კოვერთან და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.
„დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის მათ ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, – დაწერა ორბანმა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ Х-ზე.
ჯორჯ სოროსი არის ცნობილი ტრეიდერი, ფინანსისტი, ინვესტორი და ქველმოქმედი, „სოროსის ფონდის“ სახელით ცნობილი ორგანიზაციების ქსელის შემქმნელი. სოროსის საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებენ სხვადასხვა ქვეყანასა და საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.
როგორც ადრე ორბანმა განაცხადა, სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის ხელახლა არჩევის შედეგად, თუმცა, ბრიუსელი კვლავ მის ხელშია. უნგრეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ 2025 წელი იქნება გადამწყვეტი წელი სოროსის ქსელის გავლენის აღმოსაფხვრელად ევროპაში.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა, არის ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის დადასტურება.
„ვიქტორ ორბანის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. მან თქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერი ძმური კავშირებია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმებზე.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილმა და კოვერმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. შეთანხმების თანახმად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეა გაუზიარებს საქართველოს პარლამენტს საკუთარ გამოცდილებას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ყოველმხრივ დაეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევაში.
უნგრეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი მე-11 მოწვევის პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობს არც საქართველოს ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ისინი ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს მთავრობის 200-მდე ჩინოვნიკის წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.